წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების წესებსა და პირობებს; ვებ-გვერდზე დარეგისტრირებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების პირობებს. TKT.GE უფლებას იტოვებს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები მომსახურების პირობებში, აქედან გამომდინარე, გთხოვთ, შეძენის განხორციელების წინ გადაამოწმოთ მომსახურების პირობები.
მომხმარებელი
პირი, რომელიც განიხილავს შეთავაზებით სარგებლობას ან სარგებლობს შეთავაზებით.
განსაკუთრებული პირობები
იმისათვის, რომ ისარგებლოს TKT.GE ვებ-გვერდით, მომხმარებლის ასაკი უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს 18 წელს ან მას უნდა გააჩნდეს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
მომხმარებელი პასუხისმგებელია ნებისმიერ ქმედებაზე, რაც განხორციელდება ვებ-გვერდზე მომხმარებლის სახელით.
მომხმარებელი თავად აგებს პასუხს საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე, ასევე მის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე.
მონაცემთა დამუშავება
TKT.GE ახორციელებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად, ამასთან, მომხმარებლის მიერ შეთავაზების გამოყენება (შეძენა ან შეძენის მცდელობა) წარმოადგენს მის დამატებით თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. TKT.GE უფლებას იტოვებს, დაამუშავოს მომხმარებლის მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, კანონით დასაშვებ ფარგლებში, ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა.
TKT.GE უფლებას იტოვებს, ხოლო მომხმარებელი თანახმაა, გადაეცეს მისი პერსონალური მონაცემები ღონისძიების ორგანიზატორს, მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის მიზნით.
ღონისძიების გაუქმება, გადადება, ცვლილება
TKT.GE წარმოადგენს მხოლოდ შუამავალს, რომელიც, ღონისძიების ორგანიზატორის დავალებით ყიდის ღონისძიების ბილეთებს; შესაბამისად, TKT.GE პასუხს არ აგებს ღონისძიების გაუქმების, გადადების, ცვლილების (ღონისძიების ჩატარების ადგილის, პროგრამის და სხვა) შემთხვევაში. მომხმარებელს მოთხოვნის უფლება წარმოეშვება ღონისძიების ორგანიზატორის წინაშე. მიუხედავად ამისა, TKT.GE შეეცდება, დახმარება გაუწიოს მომხმარებელს ღონისძიების ორგანიზატორთან დაკავშირებასა და საკითხის მოგვარებაში.
ღონისძიების გაუქმების, გადადების ან სხვა ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში TKT.GE უფლებას იტოვებს, მოახდინოს იმ მომხმარებლის ინფორმირება, რომელსაც შეძენილი აქვს კონკრეტული ღონისძიების ბილეთი. აღნიშნული წარმოადგენს ნებაყოფლობით მომსახურებას, რაც შეიძლება განხორციელდეს მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, TKT.GE -ისათვის ცნობილ მომხმარებლის მონაცემებზე.
თანხის დაბრუნება
TKT.GE არც ერთ შემთხვევაში არ არის ვალდებული, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს თანხა, თუ მომხმარებელი დაეთანხმება შეთავაზების შეძენას და გადახდილი იქნება საფასური.
ბილეთის დაბრუნება
TKT.GE არ არის ვალდებული, დაიბრუნოს გაყიდული ბილეთ(ებ)ი.
მონაცემთა დაცვა
TKT.GE მიმართავს ყველა გონივრულ საშუალებას, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის მონაცემების დაცვა; TKT.GE პასუხს არ აგებს, თუ მესამე პირთა მიერ განხორციელდა უკანონო წვდომა მომხმარებლის მონაცემებზე (მათ შორის, პერსონალური მონაცემები, საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და სხვა).
უარი გარანტიებზე
TKT.GE პასუხს არ აგებს მესამე პირების მოქმედებაზე, მათ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესამე პირების ვებ-გვერდზე განთავსებულია ბმული, რომლითაც ხორციელდება TKT.GE -ის ვებ-გვერდზე გადასვლა.
TKT.GE არ იძლევა ვებ-გვერდის უწყვეტად ფუნქციონირების გარანტიას, შესაბამისად, იგი პასუხს არ აგებს თუ ვებ-გვერდი / მისი რომელიმე სერვისი გახდა მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და სხვა.
TKT.GE პასუხს არ აგებს ქსელების, სისტემების, სერვერების, პროვაიდერების, მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე, გადამცემი ხაზების ხარვეზებზე; შეწყვეტაზე ან დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავების / გადაცემის პროცესში; მომხმარებლის მასალების განადგურებაზე, მოპარვაზე, არასანქცირებულ წვდომაზე.
TKT.GE პასუხს არ აგებს მომხმარებლის ან სხვა პირის მოწყობილობის (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური და სხვა) დაზიანების შემთხვევებზე, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნა მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდიდან ან ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულის/კავშირის გამოყენებით, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის ან / და პროგრამის ჩამოტვირთვის გამო.
მატერიალური პასუხისმგებლობის შეზღუდვა
TKT.GE -ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რაც წარმოადგენს TKT.GE -ის ანაზღაურებას მომხმარებლის მიერ სადავო შემთხვევის ფარგლებში გადახდილი საფასურიდან, ყველა გადასახადის, მოსაკრებლისა და საკომისიოს გამოკლებით.
მოქმედი სამართალი
ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. დავის განხილვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხორციელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.