მთავარი
კატეგორია
FAQs
ხშირად დასმული კითხვები

როგორ შევიძინო თეატრის ბილეთები ონლაინ?

აირჩიეთ სპექტაკლი, მონიშნეთ ადგილები დარბაზის გეგმაზე და დაასრულეთ გადახდა საბანკო ბარათით.

რომელი თეატრების ბილეთების ყიდვაა შესაძლებელი TKT-ზე?

ვთანამშრომლობთ ბევრ წამყვან თეატრთან, რომლებიც გვთავაზობენ რეპერტუარს ყველა გემოვნებისა თუ ასაკისთვის. არჩევანი მრავალფეროვანია — შეგიძლიათ იყიდოთ რუსთაველის, მარჯანიშვილის, გაბრიაძის, თუმანიშვილის, თავისუფალი და სხვა თეატრების ბილეთები. მიმდინარე სია ყოველთვის იხილეთ „თეატრის“ გვერდზე.

შესაძლებელია თუ არა ბილეთის დაბრუნება ან გადაცვლა?

დაბრუნების წესები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თეატრის პოლიტიკაზე. დეტალებითთვის დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს.

როგორ მივიღებ შეძენილ ბილეთს?

ბილეთს მიიღებთ ელ-ფოსტაზე, სმს-ის სახით და ასევე ნახავთ თქვენს პირად პროფილში („ჩემი შეკვეთები“).

როდის უნდა გამოვცხადდე თეატრში და მჭირდება თუ არა ამობეჭდილი ბილეთი?

სასურველია მიხვიდეთ 15–20 წუთით ადრე. ბილეთის ამობეჭდვა საჭირო არ არის — საკმარისია მობილურში QR კოდის ჩვენება.

თეატრის ბილეთები: აღმოაჩინე სრული აფიშა

თუ თეატრის ერთგული მაყურებელი ხარ ან ახლა იწყებ ამ სამყაროს აღმოჩენას, TKT.ge-ზე თეატრალური სეზონის გამორჩეული პრემიერები და კლასიკური თუ თანამედროვე დადგმების სრული არჩევანი გელის. ჩვენი პლატფორმა თბილისის წამყვან თეატრებს ერთ სივრცეში აერთიანებს, რაც საშუალებას გაძლევს, რამდენიმე წამში იპოვო სასურველი სპექტაკლი.

დაათვალიერე მუდმივად განახლებადი თეატრის აფიშა, შეარჩიე სასურველი სპექტაკლის ბილეთები შენი ფავორიტი მსახიობების მონაწილეობით და დაგეგმე კულტურული საღამო სახლიდან გაუსვლელად. თეატრის ბილეთის ყიდვა ონლაინ საუკეთესო გზაა, რომ დაივიწყო სალაროსთან რიგები და მოემზადო იმ განსაკუთრებული ემოციებისთვის, რომლებსაც თეატრი გიმზადებს.

რატომ უნდა შეიძინო თეატრის ბილეთები ჩვენთან?

თეატრში წასვლის დაგეგმვა ჩვენთან ერთად ბევრად მარტივი და სასიამოვნო პროცესია. ჩვენი პლატფორმა ხელოვნების მოყვარულებს ყველაზე მოქნილ და სწრაფ სერვისს სთავაზობს.

დაზოგე დრო: ბილეთი რიგების გარეშე

დაივიწყე თეატრის სალაროში ვიზიტი მხოლოდ იმის გასარკვევად, დარჩა თუ არა თავისუფალი ადგილები. აქ ხედავ დარბაზის სრულ გეგმას. ეს ნიშნავს, რომ თავად ირჩევ საიდან გსურს სპექტაკლის ყურება - იქნება ეს პარტერი, საიდანაც მსახიობების ემოციებს ახლოდან ნახავ, თუ ამფითეატრი და იარუსი, საიდანაც მთელი სცენური სურათი იშლება. ონლაინ პლატფორმა გაძლევს საშუალებას, გადაწყვეტილება სახლიდან გაუსვლელად მიიღო.

თეატრის ბილეთების ონლაინ შეძენა - მაქსიმალური კომფორტი

თეატრის ბილეთების ონლაინ შეძენა თანამედროვე მაყურებლისთვის ყველაზე გონივრული არჩევანია. ეს პროცესი გათავისუფლებს ზედმეტი დისკომფორტისგან და გაძლევს საშუალებას, ფოკუსირდე მხოლოდ მომავალ სპექტაკლზე. აღარ არის საჭირო ფიზიკური ბილეთის ტარება, მისი დაკარგვის ან სახლში დავიწყების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან ბილეთი ყოველთვის შენს მობილურშია.

რა განგვასხვავებს სხვა პლატფორმებისგან?

TKT.ge არ არის მხოლოდ ბილეთების გაყიდვის საიტი, ეს არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული. ჩვენს სერვისს გამოარჩევს შემდეგი მახასიათებლები:

  • სიმარტივე და კომფორტი: ჩვენი ინტუიციური დიზაინი საშუალებას გაძლევს, ძიებისა და ბილეთის ყიდვის პროცესი სულ რამდენიმე წამში დაასრულო.
  • მოქნილობა და მრავალფეროვნება: თეატრის ბილეთები თბილისში თითქმის ყველა წამყვანი თეატრისთვის ერთ სივრცეშია თავმოყრილი - აღარ გჭირდება სხვადასხვა ვებ-გვერდზე ძებნა.
  • მომენტალური წვდომა: შეძენილი ბილეთი მაშინვე აისახება შენს პირად პროფილში და იგზავნება ელ-ფოსტაზე. QR კოდის წარდგენა სრულიად საკმარისია დარბაზში მოსახვედრად.
  • უსაფრთხოება: ჩვენი გადახდის სისტემა დაცულია. პერსონალური მონაცემებისა და ტრანზაქციების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია, რაც ყიდვის პროცესს სრულიად საიმედოს ხდის.

როგორ ვიყიდო თეატრის ბილეთი?

ბილეთის ყიდვა ჩვენს პლატფორმაზე მაქსიმალურად გამარტივებული და ინტუიციურია. იმისათვის, რომ სასურველი ადგილი დარბაზში რამდენიმე წუთში დაიკავო, მიჰყევი შემდეგ ნაბიჯებს:

  1. შედი "თეატრის" კატეგორიაში და დაათვალიერე განახლებული თეატრის აფიშა. აქ ერთ სივრცეში დაგხვდება ყველა მიმდინარე და დაგეგმილი წარმოდგენა.
  2. შეარჩიე სპექტაკლი, გაეცანი მის დეტალურ აღწერას, ნახე სპექტაკლის განრიგი, ხანგრძლივობა და მონაწილე მსახიობთა დასი. ეს დაგეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში.
  3. მას შემდეგ, რაც სასურველ თარიღს მონიშნავ, გაიხსნება დარბაზის ინტერაქციული გეგმა. აქ შეგიძლია ზუსტად ნახო, რომელი სავარძლებია თავისუფალი და შეარჩიო შენთვის საუკეთესო ხედვის კუთხე.
  4. ბოლოს დააჭირე ყიდვას, აირჩიე შენთვის მოსახერხებელი გადახდის მეთოდი და სულ ეს არის - ბილეთი შენია!

აქ ნახავ ყველაზე მოთხოვნად სპექტაკლებს

ჩვენი პლატფორმა აერთიანებს ყველაზე პოპულარულ სპექტაკლებს და გთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს ნებისმიერი გემოვნების მაყურებლისთვის. თუ კლასიკური ხელოვნება გიყვარს, ჩვენთან მუდმივად ხელმისაწვდომია მარჯანიშვილის თეატრის აფიშა. ასევე, შეგიძლია მარტივად შეიძინო რუსთაველის თეატრის ბილეთები და დაესწრო ლეგენდარულ დადგმებს.

თანამედროვე და ექსპერიმენტული ხელოვნების მოყვარულებისთვის ხშირად გვხვდება:

  • თუმანიშვილის თეატრი და სამეფო უბნის თეატრი - სივრცეები, სადაც ყოველი სპექტაკლი ახალი აღმოჩენაა;
  • თავისუფალი თეატრი - თავისი აქტუალური და მძაფრი დრამატურგიით;
  • ახმეტელის თეატრი - რომელიც მუდმივად ანებივრებს მაყურებელს საინტერესო პრემიერებით;
  • მოზარდ მაყურებელთა თეატრი - საუკეთესო ადგილი ოჯახებისთვის, სადაც ბავშვებისთვის კულტურული განათლება პატარა ასაკიდანვე იწყება.

ჩვენ ვცდილობთ, ჟანრების მაქსიმალურად მრავალფეროვანი არჩევანი შემოგთავაზო. აქ შეხვდები დრამას, კომედიას, ტრაგიკომედიას თუ ექსპეტიმენტულ დადგმებს.

თვალი ადევნე სიახლეებს, რომ არ გამოტოვო შენი საყვარელი ჟანრის პრემიერა და იჩქარე, რადგან საუკეთესო ადგილები სწრაფად იწურება!

tnet
tnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logo