Alternate Text

რა არის TKT კლუბი?

Tkt.ge მადლობას გიხდით ერთგულებისთვის და გთავაზობთ TKT კლუბს, რომლის მეშვეობითაც ლოიალურ მომხმარებლებს საშუალება გეძლევათ მიიღოთ დამატებითი სარგებელი გამომუშავებული ქულების შესაბამისი ბენეფიტების სახით, ბენეფიტების, რომლებიც რეგულარულად ვითარდება და იხვეწება თქვენი ინტერესების გათვალისწინებით.

Alternate Text

როგორ გავწევრიანდე?

Alternate Text

ვებ გვერდზე

კლუბში გასაწევრიანებლად აუცილებელია დარეგისტრირებული იყოთ tkt.ge-ზე. ,,ჩემი პროფილის” ველში დააჭირეთ ღილაკს „გაიგე რამდენი ქულა გაქვს“ და გაააქტიურეთ თქვენი ქულები.

აპლიკაციაში

აუცილებელია იყოთ Tkt.ge-ს რეგისტრირებული მომხმარებელი. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, პროფაილის ველში დააჭირეთ ღილაკს „გაიგე რამდენი ქულა გაქვს“ და გაააქტიურეთ თქვენი ქულები

- დიახ, რეგისტრაციამდე შეძენილი ბილეთების ქულები დაგერიცხებათ TKT კლუბში გაწევრიანების შემდეგაც..

მიმდინარე აქცია:
TKT Club-ში გაწევრიანებისთანავე საჩუქრად გადმოგეცემათ 500 ქულა.

როგორ დავაგროვო ქულები?

ქულების დაგროვების პრინციპი მარტივია, თქვენ ყიდულობთ - ჩვენ გჩუქნით!

Tkt.ge-ს საიტზე, ბილეთების შეძენის შემთხვევაში, თქვენ მიერ დახარჯულ ყოველ 10 ლარზე დაგერიცხებათ 3 TKT ქულა. დაგროვილი ქულების შესაბამისად კი მოგენიჭებათ სტატუსი Basic, Silver ან Gold.

გაითვალისწინეთ, რომ გაწევრიანებისთანავე საჩუქრად 500 ქულა გერიცხებათ

  • Basic - 500 - 800
  • Silver - 800 - 2000
  • Gold - 2000 +

Alternate Text

რა ბენეფიტები აქვს TKT კლუბს?

ბენეფიტები BASIC SILVER GOLD
საიტის საკომისიო 100% -50% უფასო
ბილეთის დაბრუნება
ბილეთების დაჯავშნა
TKT კონსიერჟი
Alternate Text

Silver სტატუსის მქონე მომხმარებლები სარგებლობენ შემდეგი ბენეფიტებით:

  • 50%-ანი ფასდაკლება საიტის მომსახურების საკომისიოზე
  • ბილეთების დაჯავშნა 5 დღის ვადით (ჯავშანი აქტიურია ღონისძიების ჩატარებამდე 5 დღით ადრე)
  • ბილეთების დაბრუნების შესაძლებლობა შესყიდვიდან 5 დღის განმავლობაში (დაბრუნება შესაძლებელია ღონისძიების ჩატარებამდე 5 დღით ადრე, დაბრუნების შემდგომ ანგარიშზე დაგიბრუნდებათ ბილეთის ღირებულების 80%)


Alternate Text

Gold სტატუსის მქონე მომხმარებლები სარგებლობენ ბენეფიტებით:

  • საიტის მომსახურების 0% საკომისიო
  • ბილეთების დაჯავშნა 10 დღის ვადით (ჯავშანი აქტიურია ღონისძიების ჩატარებამდე 3 დღით ადრე)
  • ბილეთების დაბრუნება ყიდვიდან 10 დღის განმავლობაში (დაბრუნება შესაძლებელია ღონისძიების ჩატარებამდე 3 დღით ადრე, დაბრუნების შემდგომ ანგარიშზე დაგიბრუნდებათ ბილეთის ღირებულების 90%)
  • TKT კონსიერჟი, რომელიც გეხმარებათ არსებული ბენეფიტებით სარგებლობაში.

  • *გაითვალისწინეთ, რომ დაჯავშნის სერვისი გარკვეულ ღონისძიებებზე არ ვრცელდება, რადგან აღნიშნული საკითხი ორგანიზატორების მიერ წყდება.