ხშირად დასმული კითხვები
როგორ შევიძინო მუზეუმის ბილეთები ონლაინ?
არის თუ არა საჭირო ბილეთის ამობეჭდვა?
შესაძლებელია თუ არა ბილეთის გაუქმება ან დაბრუნება?
შესაძლებელია გიდის მომსახურებით სარგებლობა მუზეუმებში?
შესაძლებელია თუ არა ფოტო/ვიდეო გადაღება მუზეუმში?
მუზეუმები და გამოფენები თბილისში: შეიძინე ბილეთები ონლაინ
როცა სამოგზაუროდ ვართ, მუზეუმებსა და გამოფენებს ხშირად ვსტუმრობთ, ვეუფლებით ცოდნას, ვიღებთ ესთეტიკურ სიამოვნებას. საქართველოში კი კულტურული ღონისძიებების დაგეგმვის დროს, ხელს გვიშლის გაურკვევლობა. ხშირად, როცა გვსურს ვნახოთ ახალი ექსპოზიცია, არ ვიცით სამუშაო საათები, გვეზარება სალაროსთან რიგში დგომა ან უბრალოდ ვერ ვპოულობთ ინფორმაციას, თუ რა ხდება ქალაქის საგამოფენო სივრცეებში.
TKT არის ციფრული მეგზური, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს თბილისის წამყვან კულტურულ საღამოებს. იქნება ეს კლასიკური ეროვნული საგანძური თუ თანამედროვე მულტიმედიური პროექტები, ჩვენთან ბილეთის შეძენა ისეთივე მარტივია, როგორც მესიჯის გაგზავნა.
რატომ უნდა იყიდოს მომხმარებელმა მუზეუმის ბილეთები ჩვენს პლატფორმაზე?
ციფრულ ეპოქაში ხელოვნება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე.
გამორჩეული გამოფენები და ექსპოზიციები
ჩვენს პლატფორმაზე ყოველთვის იპოვი ქალაქის ყველაზე აქტუალურ და რეზონანსულ კულტურულ მოვლენებს. კატალოგი არ არის დიდი, მაგრამ მუდმივად განახლებადია. აქ ნახავ მულტიმედიურ გამოფენებსა და (როგორიცაა ვან გოგის თუ სხვა დიდი მხატვრების ციფრული ექსპოზიციები), ეროვნული საგანძურის დროებით ჩვენებებს (ფიროსმანის ტილოები).
ყიდვის მარტივი პროცესი: დაგეგმე ვიზიტი რიგების გარეშე
პოპულარულ კულტურულ და გასართობ ლოკაციებზე, განსაკუთრებით უქმე დღეებში, სალაროებთან რიგში დგომა ხშირად დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. მუზეუმების თუ ზოოპარკის წინ რიგში დგომა, ყველასთვის დამღელია. თუ ბილეთს TKT-ზე იყიდი, შენთვის აღარ იარსებებს რიგი და გაფლანგული დრო.
- მომენტალური წვდომა: ელექტრონული ბილეთი (QR კოდი) შენს სმარტფონშია. შესასვლელთან აღარ გიწევს ნაღდ ფულთან, ხურდებთან ან ფიზიკურ რიგებთან შეხება.
- დროის ეფექტური მართვა: წინასწარ დაჯავშნილი ბილეთით ზუსტად გეგმავ ვიზიტის დროს და მთელ ენერგიას უშუალოდ ექსპონატების დათვალიერებას ან გართობას უთმობ.
- ადგილების გარანტია: მუზეუმების დროებით გამოფენებსა თუ საბავშვო შოუებზე დამთვალიერებელთა რაოდენობა ხშირად შეზღუდულია. ონლაინ ყიდვა გარანტიას გაძლევს, რომ სასურველ ღონისძიებაზე ნამდვილად მოხვდები.
ეს გადაწყვეტა იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს საკუთარ დროს და სურს, დასვენება ზედმეტი ორგანიზაციული ბარიერების გარეშე დაიწყოს.
საუკეთესო მუზეუმები და საგამოფენო სივრცეები
საქართველოს დედაქალაქი კულტურული კონტრასტების ქალაქია. ჩვენთან შეგიძლია შეიძინო ბილეთები ისეთ სივრცეებში, რომლებიც სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას გთავაზობს.
ეროვნული მემკვიდრეობა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი არის ადგილი, სადაც ქვეყნის გენეტიკური კოდია დაცული. ოქროს ფონდი, არქეოლოგიური აღმოჩენები და უნიკალური ეთნოგრაფიული მასალა გეხმარება, დაინახო საქართველოს ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში. ეს არის სავალდებულო გაჩერება როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის, ვისაც ისტორიის სიღრმისეული შეცნობა სურს.
თანამედროვე ხელოვნება
თუ შენი ინტერესის სფერო ახალი მედიუმები და პროვოკაციული იდეებია, თბილისის გალერეები და სახელოვნებო ჰაბები შენთვისაა. აქ ხელოვნება არ არის სტატიკური; ის გესაუბრება აქტუალურ თემებზე, იყენებს ფერებს, ფორმებსა და ტექნოლოგიებს ემოციებზე სამოქმედოდ.
ინტერაქციული გართობა
ციფრული მუზეუმი და მულტიმედიური გამოფენები რევოლუციას ახდენს დამთვალიერებლის გამოცდილებაში. ეს აღარ არის სივრცე, სადაც მხოლოდ დამკვირვებლის თვალით უყურებ საგნებს. აქ ხდები ექსპოზიციის ნაწილი. ასეთი ლოკაციები განსაკუთრებით პოპულარულია სტუდენტებსა და მშობლებში, რადგან შემეცნება თამაშთან და ვიზუალურ ეფექტებთან არის სინთეზირებული.
დაგეგმე ვიზიტი რიგების გარეშე
ონლაინ დაჯავშნა მარტივი და პრაქტიკულია, რომელსაც რამდენიმე უპირატესობა აქვს:
- დროის დაზოგვა: პირდაპირ შედიხარ საგამოფენო დარბაზში, ყოველგვარი ლოდინის გარეშე.
- ციფრული ბილეთი ტელეფონში: აღარ გჭირდება ბილეთების ტარება ან ნერვიულობა იმაზე, რომ ბილეთი სადმე დაგრჩა. QR კოდი შენს სმარტფონშია.
- ადგილების გარანტია: პოპულარულ გამოფენებზე ბილეთები ხშირად იწურება. წინასწარი შეძენა გაძლევს გარანტიას, რომ სასურველ ღონისძიებას ნამდვილად დაესწრები.
როგორ შევიძინო მუზეუმის ბილეთი ონლაინ?
პროცესი მაქსიმალურად მარტივია:
- გადადი "მუზეუმების" სექციაში, დაათვალიერე მიმდინარე გამოფენები და მუზეუმები თბილისში.
- აირჩიე სასურველი ღონისძიება და გაეცანი დეტალურ ინფორმაციას ექსპოზიციის შესახებ.
- მიუთითე რამდენი ბილეთი გჭირდება (გაითვალისწინე სტუდენტური ან საბავშვო ტარიფები, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- გადაიხადე მომენტალურად ბარათით და მიიღე ბილეთი პირად კაბინეტში.
ბევრი ექსპოზიცია დროებითია და მათი ნახვის შანსი შესაძლოა აღარასდროს მოგეცეს. პოპულარულ საგამოფენო დღეებში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, რათა დაცული იყოს დამთვალიერებლის კომფორტი. არ დატოვო კულტურული განტვირთვა ბოლო წუთისთვის, დაჯავშნე ბილეთები ახლავე და აღმოაჩინე ხელოვნების ახალი სამყარო!