დააკლიკე ზარს და გამოიწერე ფილმი, რათა არ გამოგრჩეს პრემიერა
FAQs
ხშირად დასმული კითხვები

როგორ შევიძინო კავეა გრანდ მოლი ბათუმის ბილეთები ონლაინ?

უბრალოდ ეწვიე TKT.GE-ს, შეარჩიე ფილმი და სასურველი დრო, მონიშნე ადგილები და დაასრულე გადახდა. ბილეთს მომენტალურად მიიღებ ელექტრონულად.

სად მდებარეობს კავეა გრანდ მოლი ბათუმის კინოთეატრი?

კინოთეატრი მდებარეობს „გრანდ მოლის“ სავაჭრო ცენტრში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე.

არის თუ არა კავეა გრანდ მოლი ბათუმის კინოთეატრთან უფასო პარკინგი?

დიახ, სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია სავაჭრო ცენტრის მოსახერხებელი საპარკინგე სივრცე.

შესაძლებელია თუ არა ფილმების ნახვა ინგლისურ ენაზე კავეა გრანდ მოლი ბათუმში?

დიახ, რეპერტუარში ხშირად არის ფილმები ორიგინალის ენაზე (ინგლისურად) ქართული სუბტიტრებით.

მოქმედებს თუ არა სტუდენტური ფასდაკლებები კავეა გრანდ მოლი ბათუმში?

TKT.GE-ზე ბილეთის შეძენისას თვალი ადევნე აქციებს. გარკვეულ დღეებში სტუდენტებისთვის სპეციალური ფასები მოქმედებს.

რამდენი დარბაზია კავეა გრანდ მოლი ბათუმის კინოთეატრში?

კინოთეატრში რამდენიმე თანამედროვე დარბაზია, რაც ერთდროულად სხვადასხვა ფილმის ჩვენების საშუალებას იძლევა.

შეიძინე კინოს ბილეთები კავეა გრანდ მოლი ბათუმში

ზღვას და ზღვისპირა ქალაქებს კინო ყველაზე მეტად უხდება. ბათუმში დასვენება თუ ცხოვრება ხარისხიანი კინოჩვენებების თანხლებით, ბევრად უფრო ხარისხიანი ხდება. თუ გსურს მსოფლიო პრემიერებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ დარბაზებში გაეცნო, კავეა ბათუმი გრანდ მოლი საუკეთესო არჩევანია. TKT.GE-ზე შეგიძლია მარტივად დაჯავშნო კინოს ბილეთები გრანდ მოლის ფილიალში და დაგეგმო შენი თავისუფალი დრო რიგებში დგომის გარეშე.

რატომ უნდა იყიდო „კავეა გრანდ მოლი ბათუმის“ ბილეთები TKT-ზე?

TKT.GE-ზე ბილეთების შეძენა გაძლევს კომფორტს, მყისიერ დასტურს და საშუალებას, რომ შენი თავისუფალი დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენო. აღარ მოგიწევს სალაროსთან რიგში დგომა, სეანსზე ამის გამო დაგვიანება და ნერვიულობა. გრანდ მოლი კავეა გამორჩეულია თავისი სერვისითა და გარემოთი, რაც კინოში წასვლას ნამდვილ სიამოვნებად აქცევს.

დაგეგმე შოპინგი, სადილი და კინოსეანსი ერთ სივრცეში

Cavea გრანდ მოლი მდებარეობს დიდ სავაჭრო ცენტრში, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია ერთდროულად დაგეგმო შოპინგი, ვახშამი და კინოსეანსი. ამით დროს მოიგებ, რამდენიმე საქმეს ერთად გააკეთებ და ჰექნება საშუალება, მთელი დღე საინტერესოდ გაატარო ერთ სივრცეში.

კომფორტული ინფრასტრუქტურა

კინოთეატრი სრულიად ახალია და აღჭურვილია უახლესი მოდელის სავარძლებით. აქ დაგხვდება დახვეწილი ინტერიერი და გარემო, რომელიც მაქსიმალურად არის ორიენტირებული შენს კომფორტზე.

მოსახერხებელი პარკირება

ავტომობილით მისვლის შემთხვევაში, პარკირებაზე ნერვიულობა არ მოგიწევს. გრანდ მოლის კინოთეატრი სარგებლობს სავაჭრო ცენტრის ფართო საპარკინგე სივრცით, რაც ვიზიტს კიდევ უფრო ამარტივებს.

ტექნოლოგიური უპირატესობა - Dolby Atmos სისტემა

თუ გსურს ფილმის ხმა ისე აღიქვა, თითქოს მოვლენების ეპიცენტრში ხარ, Dolby Atmos-ის სამგანზომილებიანი ხმის სისტემა ამის შესაძლებლობას მოგცემს. ეს ტექნოლოგიური უპირატესობა თითოეულ სეანსს რეალისტურს და შთამბეჭდავს ხდის.

რეგიონის პირველი მასშტაბური კინოთეატრი

კავეა გრანდ მოლი ბათუმი პირველი მასშტაბური კინოთეატრია რეგიონში, რომელიც ერთ სივრცეში რამდენიმე თანამედროვე დარბაზს აერთიანებს. ეს არის ადგილი, რომელმაც აჭარაში კინოჩვენების სტანდარტი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა.

მრავალფეროვანი განრიგი

დარბაზების რაოდენობა საშუალებას იძლევა, რომ ერთდროულად გადიოდეს ყველა მსოფლიო პრემიერა, ანიმაციები ბავშვებისთვის და ახალი ქართული ფილმები. ყოველთვის იპოვი შენთვის საინტერესო ფილმს ნებისმიერ დროს.

სტრატეგიული ლოკაცია

კინოთეატრი მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და აქტიურ ნაწილში, ზღვასთან და ბულვართან ახლოს. ეს იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ზღვის პირას გასეირნების შემდეგ კინოთი განიტვირთოს.

tnet
tnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logo