მთავარი
კატეგორია

ორგანიზატორი

TKT.GE ღონისძიებების ორგანიზატორებს თავაზობს ბილეთების მომსახურეობის სრულ სპექტრს:

ელექტრონული ბილეთების რეალიზაციას ვებ გვერდზე

TKT.GE არის საქართველოში ყველაზე პოპულარული ბილეთების რეალიზაციის საიტი, რომელსაც 300.000 რეგისტრირებული მომხმარებელი ყავს. ვებ გვერდი მუშაობს Microsoft ის თანამედროვე სტრუქტურაზე და აქვს მაღალი წარმადობა. ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია სმარტფონებისა და პლანშეტებისთვისაც. ვებ გვერდზე რეგისტრირებულ ათასობით მომხმარებელს წამებში შეუძლიათ ბილეთის შესყიდვა, რადგან მათი გადახდის მეთოდი და ინფორმაცია შენახულია.

ფიზიკური ბილეთების რეალიზაცია სალაროების ქსელში

კომპანია TKT.GE მართავს თბილისის და ბათუმის ყველაზე მოთხოვნად სალაროებს (თბილისის საკონცერტო დარბაზი, ბათუმის ბულვარი). ჩვენი სალაროები ოპერირებს ასევე ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებზე, როგორიცაა დინამოს და ლოკომოტივის სტადიონებზე ჩატარებული რაგბის თუ ფეხბურთის მატჩები. ჩვენს საიტზე განთავსებული ყველა ღონისძიების ბილეთი ავტომატურად ხელმისაწვდომია ჩვენს სალაროებში. ამრიგად, მომხმარებელი არ იზღუდება და აქვს შესაძლებობა შეიძინოს ბილეთი როგორც ონლაინ, ასევე სალაროებში.

ახალი დარბაზებისთვის ელექტრონული გეგმის შედგენა და ადგილების დაკოორდინატება

ჩვენს ბაზაში უკვე განთავსებულია თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ვენიუს სქემა, თუმცა ახლის დამატების შემთხვევაში, ჩვენ გთავაზობთ მისი გრაფიკული ვერსიის უმოკლეს ვადებში დამზადებას.

ორგანიზატორის მოთხოვნით ფიზიკური ბილეთებისა და მოსაწვევების ბრენდირება და პერსონალური დიზაინის აწყობა

დროებითი სალაროების მოწყობა და მოლარეებით მომსახურეობა

თუ გსურთ ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე ახალი სალაროს გახსნა (მაგ.: სტადიონის სალაროები, სპორტის სასახლე), TKT.GE მოგემსახურებათ საკუთარი ტექნიკით, სალარო აპარატებით, POS ტერმინალებითა და მოლარეებით.

პერსონალური ACCOUNT MANAGER

ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ორგანიზატორთან მუდმივ კავშირზეა Account Manager, რომელიც ორგანიზატორს ეხმარება ჯავშნების მართვაში, ბილეთების ფასწარმოქმნასა და ადგილების სქემის შედგენაში. გაყიდვების სტატისტიკის მონიტორინგში, მოსაწვევების დაგენერირებაში.

ორგანიზატორისთვის მოქნილი ადმინისტრაციული პანელი

ორგანიზატორს ეძლევა საშუალება მარტივად, რეალურ დროში აწარმოოს ღონისძიებასთან დაკავშირებული ოპერაციები: გაყიდვების სტატისტიკა, ჯავშნები, ანალიტიკა.<br/> სიახლე! კიდევ უფრო მეტი სიმარტივისა და კომფორტულობისათვის გთავაზობთ ადმინისტრაციული პანელის მობილურ ვერსიას სმარტფონებისთვის!

კონტროლიორებით მომსახურეობა

ღონისძიების დღეს TKT.GE უზრუნველყოფს ვიზიტორების მიღებასა და შეშვებას ადგილებისა და რიგების და ბილეთის ტიპის მიხედვით, ორგანიზატორის მიერ ღონისძიებაზე დადგენილი წესების დაცვით. ლოკაციაზე ტურნიკეტის არსებობის შემთხვევაში, გაყიდული ბილეთები იტვირთება ტურნიკეტების ბაზაში. დანარჩენ სხვა შემთხვევებში, ეს ოპერაცია შესრულდება ჩვენი სტაფის მიერ, რომელიც აღჭურვილი იქნება ხელის თანამედროვე ლაზერული სკანერებით.

ღონისძიების მარკეტინგული მომსახურება

  • ღონისძიების რეკლამირება Facebook გვერდის საშუალებით, რომელსაც 100K-ზე მეტი მოწონება აქვს.
  • პრომოკოდების (ფასდაკლების) გენერაცია და ციფრული დისტრიბუცია. ორგანიზატორის სურვილისამებრ, ვაგენერირებთ ფასდაკლების კოდებს, რომლებიც ეგზავნებათ ერთგულ მომხმარებლებსა თუ პრომოუტერებს.
  • რეკლამა სხვა მედია საშუალებებში (მაგ: რადიო, გარე რეკლამა, ა.შ)
  • შეღავათიან ფასში რეკლამა რადიოში, გარე რეკლამა (ბილბორდები, ქუჩის ციფრული ეკრანები)

    დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: +995322195577, ან მოგვწერეთ მეილი შემდეგ მისამართზე: event@tkt.ge

    tnet
    tnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logo