ხშირად დასმული კითხვები
როგორ შევიძინო სპორტული ღონისძიების ბილეთები ონლაინ?
აუცილებელია თუ არა ბილეთის ამობეჭდვა?
მჭირდება თუ არა ბავშვისთვის ცალკე ბილეთის ყიდვა?
რა დროით ადრე უნდა გამოვცხადდე სტადიონზე?
შესაძლებელია თუ არა ბილეთის დაბრუნება?
რა ხდება, თუ მატჩი გადაიდო?
რატომ მიწევს რიგში ყოფნა ბილეთების ყიდვისას?
შეიძინე სპორტის ბილეთები ონლაინ სწრაფად და მარტივად
სპორტი კულტურის განუყოფელი ნაწილია. მოედანზე შეკრებილი ადამიანები ერთ ემოციას იზიარებენ და ერთად უჭერენ მხარს საყვარელ გუნდს. ხმაური, ყიჟინა, დაძაბული ატმოსფერო, ათასობით ადამიანი მოედანზე, ყველა ერთი მიზნისთვის - ამას ტელევიზორში ვერ იგრძნობ.
TKT არის ონლაინ პლატფორმა, სადაც სპორტის ბილეთები სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე ნაბიჯში შეგიძლია შეიძინო. ფეხბურთის ბილეთები, კალათბურთის ბილეთები თუ რაგბის ბილეთები - ყველაფერი ერთ გვერდზეა, მათ შორის მნიშვნელოვანი ჩემპიონატები და გადამწყვეტი მატჩები.
რატომ უნდა შეიძინო სტადიონის ბილეთები ჩვენს პლატფორმაზე?
თუ გსურს გახდე ისტორიული მომენტების თანამონაწილე, დაათვალიერე და შეიძინე ბილეთები ჩვენს პლატფორმაზე. მოდი, ვისაუბროთ იმ მიზეზებზე, რატომ უნდა აირჩიო ჩვენი პლატფორმა.
სპორტული ღონისძიებების მრავალფეროვნება და გადამწყვეტი მატჩები
ჩვენი საიტი აერთიანებს როგორც ლოკალურ ლიგებს, ისე საერთაშორისო ტურნირებს. იქნება ეს სპორტული ღონისძიებები თბილისში თუ ქვეყნის სხვა სტადიონებზე - ყველა აქტუალური შეთავაზება ერთ გვერდზეა. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რომელი სახეობის გულშემატკივარი ხარ, ფეხბურთის, რაგბის თუ კალათბურთის - ბილეთების ყიდვა ჩვენთან თანაბრად მარტივი და ხელმისაწვდომია.
ამ ჩამონათვალში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დიდ ჩემპიონატებსა და ეროვნული გუნდების თამაშებს. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქომაგისთვის ქვეყნის მთავარ გუნდთან ერთად ყოფნა, ამიტომ საქართველოს ნაკრების ბილეთები ჩვენს პლატფორმაზე ყოველთვის პრიორიტეტულია. ეს გაძლევს შანსს, პირადად დაუჭირო მხარი გუნდს ყველაზე საჭირო მომენტში და არ გამოტოვო არცერთი ისტორიული გამარჯვება.
შეძენის უმარტივესი პროცესი
სასურველი მატჩის პოვნის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ბილეთების სწრაფად და შეუფერხებლად შეძენაა. თამაშზე დასასწრებად აღარ არის საჭირო სალაროებთან რიგში დგომა. ბილეთების ყიდვა ონლაინ შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობით, დღის ნებისმიერ დროს. სულ რამდენიმე ნაბიჯი და ელექტრონული ბილეთი უკვე შენთანაა.
ადგილის არჩევა სტადიონის რუკაზე
სწრაფ შეძენასთან ერთად, ასევე, უმნიშვნელოვანესია, რამდენად კომფორტულად იგრძნობ თავს თამაშის მიმდინარეობისას. გსურს იყო მოედნის ცენტრში, მოვლენების ეპიცენტრში, თუ გირჩევნია თამაშს ზემოდან გადახედო?
ჩვენი ინტერაქტიული რუკის დახმარებით ზუსტად ხედავ ყველა თავისუფალ ადგილს და ირჩევ სასურველ სექტორს. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია ოჯახებისა და მეგობრების ჯგუფებისთვის. აღარ არის საჭირო იმაზე ნერვიულობა, მოხვდებით თუ არა ერთად, ვინაიდან, გვერდიგვერდ დაჯდომის საკითხს წინასწარ, ბილეთების დაჯავშნის პროცესშივე მარტივად აგვარებ.
ბილეთები სპორტულ ღონისძიებებზე
საქართველოში სპორტს თავისი მრავალრიცხოვანი და ერთგული გულშემატკივარი ჰყავს. TKT შენი ფავორიტი სახეობების ყველა მიმართულებას აერთიანებს.
ფეხბურთის ბილეთები ონლაინ
ფეხბურთი საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტია და ჩვენთან ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ფეხბურთის ბილეთები, ეროვნული ლიგიდან დაწყებული, ასაკობრივი ჩემპიონატებით გაგრძელებული - თვალი ადევნე განრიგს და დაჯავშნე ადგილი წინასწარ.
კალათბურთის და რაგბის მატჩების განრიგი
კალათბურთის დინამიკა და რაგბის ინტენსივობა ყოველთვის იზიდავს მაყურებელს. ჩვენი "ბორჯღალოსნებისა" და საკალათბურთო გუნდების წარმატებები სტადიონებსა თუ არენებზე უამრავ ადამიანს აერთიანებს. ჩვენს პლატფორმაზე მუდმივად ახლდება მატჩების განრიგი, რაც საშუალებას გაძლევს წინასწარ დაგეგმო დასწრება და შეიძინო კალათბურთის ან რაგბის ბილეთები მარტივად.
ეროვნული ნაკრების თამაშები
როდესაც ეროვნული ნაკრები თამაშობს, ქვეყანა ერთიანდება. საქართველოს ნაკრები ის გუნდია, რომლის გამარჯვებაც ყველას გვახარებს - არ გამოტოვო შანსი, შეიძინე ბილეთი წინასწარ და დაუჭირე მხარი საყვარელ გუნდს.
როგორ შევიძინო ბილეთები: ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია
ბილეთის შეძენა მარტივია:
- აირჩიე ღონისძიება: გადადი სპორტის სექციაში და იპოვე სასურველი თამაში.
- მონიშნე ადგილები: გამოიყენე სტადიონის გეგმა და აირჩიე სასურველი სექტორი.
- დაასრულე გადახდა: შეიყვანე საჭირო მონაცემები და დაადასტურე ტრანზაქცია.
- მიიღე ბილეთი: შენი ბილეთი ავტომატურად შეინახება პირად კაბინეტში და გამოიგზავნება ელ-ფოსტაზე.
ინფორმაცია გულშემატკივრებისთვის
სტადიონზე შესვლის წესები
უსაფრთხოების მიზნით, სტადიონზე აკრძალულია: პიროტექნიკა, ასაფეთქებლები, ცივი იარაღი, ბასრი საგნები, შუშის ბოთლები და სხვ. კარები ჩვეულებრივ იღება მატჩამდე 1.5-2 საათით ადრე. გირჩევ მოხვიდე დროულად, რათა თავიდან აიცილო ხალხის ნაკადი და მშვიდად დაიკავო შენი ადგილი.
ბავშვებთან ერთად დასწრება
სტადიონზე ბავშვებთან ერთად დასწრება შესაძლებელია. ბილეთის საჭიროება დამოკიდებულია ასაკსა და კონკრეტული ორგანიზატორის წესებზე. დეტალური ინფორმაცია ყოველთვის მითითებულია ღონისძიების აღწერაში.
ბილეთები გადამწყვეტ მატჩებზე სწრაფად იწურება - დაჯავშნე ადგილი წინასწარ.