სად მიდიხართ?
თბილისი
ბათუმი
ქუთაისი
თბილისი
ბათუმი
ქუთაისი
ინსტრუქცია
TKT.GE-ს დახმარებით თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის ბილეთები
გადახდა შესაძლებელია VISA, MasterCard, American Express პლასტიკური ბარათების საშუალებით
ბილეთის შეძენისას აუცილებელია თითოეული მგზავრის საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითება (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
არასწორად მითითებული ინფორმაციის შემთხვევაში მგზავრი მატარებელში არ დაიშვება
მგზავრი მატარებელში დაიშვება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან ბავშვის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენის შემდეგ
16 წლამდე ასაკის ბავშვები მატარებელში დაიშვებიან მხოლოდ უფროსის თანხლებით
5 წლამდე ბავშვებისთვის ბილეთის შეძენა სავალდებულო არ არის, თუმცა ასეთ შემთხვევაში ბავშვი იმგზავრებს ადგილის გარეშე
5-10 წლამდე ბავშვებისთვის ბილეთის შეძენა სავალდებულოა, თუმცა მოქმედებს ფასდაკლება. ბავშვების რაოდენობის მითითება ხდება ბილეთების ძებნის დროს. 10 წლის და მეტი ასაკის ბავშვებისთვის საჭიროა სრული ბილეთის შეძენა
საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება, რომელიც ძალაში შედის მგზავრის მონაცემებში სტუდენტის პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ
მგზავრობისას, საქართველოს მოქალაქე სტუდენტმა, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტური ბარათი. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტური ფასდაკლებით შეძენილი ბილეთით სარგებლობას ვერ მოახერხებს