მთავარი
კატეგორია

მატარებლის ბილეთები და განრიგი

Georgian Railway's logo
თბილისი
ფოთი
ბათუმი
ზუგდიდი

ბილეთის ყიდვამდე გაითვალისწინე

Children Icon

5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე, მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება

Student Icon

საქართველოს მოქალაქეებზე, სტუდენტის სტატუსით, ვრცელდება 50%-იანი ფასდაკლება

Return Icon

ბილეთის დაბრუნება შესაძლებელია, თუ მატარებლის გასვლამდე დარჩენილია 1 საათზე მეტი

Ticket Icon

მატარებელზე დაგვიანების შემთხვევაში, ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება

Bell icon

მიიღე SMS შეტყობინება სასურველი რეისისა და ბილეთის დამატებისას

აირჩიე მიმართულება და თარიღი, დატოვე ნომერი და მიიღე ინფორმაცია რეისის დამატების შესახებ

მოძებნე რეისები სხვადასხვა მიმართულებით

თბილისი - რეგიონები
FAQs
ხშირად დასმული კითხვები

შესაძლებელია თუ არა ბილეთის დაბრუნება?

თუ მატარებლის გასვლამდე (საწყისი წერტილიდან) დარჩენილია:

არანაკლებ 15 საათისა – სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) სატარიფო საფასურიდან იქვითება სს „საქართველოს რკინიგზის“ საკომისიო - 2.50 ლარი, სერვისის საკომისიო და ტრანზაქციის საკომისიო.

15 სთ-ზე ნაკლები დრო (არაუმცირეს 4 საათისა) სატარიფო საფასურიდან იქვითება ბილეთის ღირებულების 15%; ასევე სს „საქართველოს რკინიგზის“ საკომისიო - 2.50 ლარი, სერვისის საკომისიო და ტრანზაქციის საკომისიო.

4 სთ-ზე ნაკლები დრო (არაუმცირეს 1 საათისა) სატარიფო საფასურიდან იქვითება ბილეთის ღირებულების 30%; ასევე, სს „საქართველოს რკინიგზის“ საკომისიო - 2.50 ლარი, სერვისის საკომისიო და ტრანზაქციის საკომისიო.

ბილეთის ღირებულებაში შედის თუ არა ბარგი?

ბილეთის ღირებულებაში შედის არაუმეტეს 36 კგ ხელბარგი, რომლის ზომა სამი განზომილების ჯამით 180 სმ-ს არ აღემატება.

შემიძლია თუ არა ცხოველის გადაყვანა?

მატარებლის ნებისმიერი კლასის ვაგონით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს უფასოდ გადაიყვანოს პატარა ზომის შინაური ცხოველები/ფრინველები, თუ ისინი მოთავსებულნი არიან სპეციალურ კონტეინერებში (არ უნდა აღემატებოდეს 55X35X20 სმ-ს) და კონტეინერი არ იკავებს ცალკე სამგზავრო ადგილს. აუცილებელია თან იოქნიოთ ვეტერინარული მოწმობა

ბავშვს სჭირდება თუ არა ბილეთი?

5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე გაიცემა საბავშვო ბილეთი

5 წლამდე ასაკის ბავშვმა რომ ისარგებლოს მატარებელში ცალკე ადგილით, აუცილებელია, რომ განახორციელოთ საბავშვო ბილეთის შეძენა.

საბავშვო ბილეთის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ თანმხლები პირის ბილეთთან ერთად. ბილეთის შეძენის დროს აუცილებლად უნდა შეავსოთ ბავშვის პირადი ნომერი.

ბავშვის მგზავრობისას აუცილებელია ვაგონის გამყოლისათვის დაბადების მოწმობის ან/და მისი ასლის ან/და პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.

რა უნდა წარვადგინო ადგილზე?

მატარებლით მგზავრობისთვის აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საერთაშორისო პასპორტი. სხვა შემთხვევაში მგზავრი მატარებელში არ დაიშვება
tnet
tnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logo