მთავარი
კატეგორია

ბათუმი-თბილისი ტრანსპორტის ბილეთები

Carwiz

დაჯავშნე ტრანსფერი თბილისი - ქუთაისის საერთ. აეროპორტის მიმართულებით

Carwiz-ით შეძლებ იმგზავრო კომფორტულად, პირადი მანქანისა
და მძღოლის მომსახურებით.

Carwiz-ის დაჯავშნა
FAQs
ხშირად დასმული კითხვები

როგორ შევიძინო ტრანსპორტის ბილეთი TKT.GE-ზე?

აირჩიე მიმართულება, თარიღი, მგზავრების რაოდენობა და შეარჩიეთ სასურველი რეისი. მგზავრის მონაცემების შევსების შემდეგ, გადაიხადეთ ღირებულება ნებისმიერი საბანკო ბარათით. ელექტრონულ ბილეთს მიიღებთ მითითებულ ნომერსა და ელ-ფოსტაზე.

რა ტიპის ტრანსპორტის ბილეთების შეძენაა შესაძლებელი?

TKT.GE-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ მატარებლის, ავტობუსისა და მიკროავტობუსის ბილეთები.

რა საბუთებია საჭირო მგზავრობისთვის?

მგზავრმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. 10 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა ან პირადობის მოწმობა/პასპორტი.

აუცილებელია თუ არა ბილეთის ამობეჭდვა?

ბილეთის ამობეჭდვა სავალდებულო არ არის, მისი წარდგენა შეგიძლიათ სმარტფონით.

რამდენი ხნით ადრე უნდა გამოვცხადდე რეისზე?

გთხოვთ, გამგზავრების ადგილზე იმყოფებოდეთ რეისამდე მინიმუმ 20 წუთით ადრე.

შესაძლებელია თუ არა ბილეთის გაუქმება?

დაბრუნების პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გადამყვან კომპანიაზე. წესების სანახავად გადადით ბმულზე.

ბილეთის გასაუქმებლად გახსენით თქვენი ელექტრონული ბილეთი, დააჭირეთ „სამ წერტილს“ და აირჩიეთ „დაბრუნება“.

სჭირდება თუ არა ბავშვს ბილეთი?

პირობები განსხვავდება კომპანიების მიხედვით:
  • საქართველოს რკინიგზა: 5-დან 10 წლამდე საჭიროა საბავშვო ბილეთი
  • Metro Georgia: ბილეთი სავალდებულოა 5 წლიდან.
  • Omnibus, Georgian Bus, ორთაჭალისა და ქუთაისის ავტოსადგურები: საბავშვო ბილეთი მოქმედებს 3-დან 10 წლამდე.
  • Citybus: ბილეთი სავალდებულოა ნებისმიერი ასაკის მგზავრისთვის.
გაითვალისწინეთ: ნებისმიერ ტრანსპორტში, ბავშვისთვის ცალკე სავარძლის დასაკავებლად ბილეთის შეძენა სავალდებულოა.

ტრანსპორტის ბილეთები და განრიგი

TKT.GE არის პლატფორმა, რომელიც მოგზაურობას მაქსიმალურად გიმარტივებს. აქ ერთ სივრცეში იპოვი ყველა საჭირო ინფორმაციას და შეძლებ შეიძინო ტრანსპორტის ბილეთები ონლაინ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ დროის დაზოგვაში და შემოგთავაზოთ საუკეთესო მარშრუტები საქართველოს ნებისმიერი მიმართულებით თუ მის ფარგლებს გარეთ.

ტრანსპორტის სახეობები და მიმართულებები

ჩვენთან ხელმისაწვდომია ყველა ტიპის ტრანსპორტის ბილეთები, რათა შენმა მგზავრობამ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩაიაროს.

მატარებლის ბილეთები (საქართველოს რკინიგზა)

მატარებელი მგზავრობის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და სწრაფი საშუალებაა. TKT.GE-ზე მარტივად შეგიძლია შეიძინო მატარებლის ბილეთები პოპულარული მიმართულებებით: თბილისი-ბათუმი, თბილისი-ზუგდიდი და სხვა. თანამედროვე მატარებლები საშუალებას გაძლევს, დაზოგო დრო და გზაში დაისვენო.

ავტობუსის ბილეთები და სამარშრუტო რეისები

თუ უპირატესობას საგზაო ტრანსპორტს ანიჭებ, ჩვენს პლატფორმაზე ხელმისაწვდომია წამყვანი გადამყვანი კომპანიების ავტობუსის ბილეთები და სამარშრუტო ტაქსის ბილეთები. შეგიძლია აირჩიო ისეთი კომპანიები, როგორიცაა: omnibus, citybus, Metro Georgia, Georgian Bus, ასევე ისარგებლო ორთაჭალისა თუ ქუთაისის ავტოსადგურების რეისებით.

რატომ უნდა აირჩიო TKT.GE მგზავრობის დასაგეგმად?

მოგზაურობის დაგეგმვა ჩვენთან ბევრ უპირატესობას გთავაზობს:

  • ყველაფერი ერთ პლატფორმაზე: აღარ გიწევს სხვადასხვა საიტზე გადასვლა მატარებლის თუ ავტობუსის ბილეთების მოსაძებნად. ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.
  • ბილეთების სწრაფი და მარტივი შეძენა: დაივიწყე სალაროებთან რიგში დგომა. სულ რამდენიმე წამი და ბილეთი შენს ხელთაა.
  • უსაფრთხო გადახდები და მგზავრობის გარანტია: ჩვენთან ყოველი ტრანზაქცია დაცულია და შენი ბილეთი ყოველთვის ვალიდურია.

როგორ შევიძინო ტრანსპორტის ბილეთი ონლაინ?

პროცესი მაქსიმალურად მარტივია:

  1. შედი TKT.GE-ზე და აირჩიე კატეგორია „ტრანსპორტი“.
  2. მიუთითე გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილი, ასევე თარიღი.
  3. შეარჩიე შენთვის სასურველი რეისი.
  4. დაასრულე გადახდა და მიიღე ბილეთი მომენტალურად.

აირჩიე საუკეთესო ადგილები, იყიდე სასურველი ტრანსპორტის ბილეთი და იმგზავრე მშვიდად.

tnet
tnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logotnet logo