

მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი
სპექტაკლი მთლიანად აგებულია XIX საუკუნის ქალაქურ ფოლკლორზე. მე თბილისის ყველაზე კოლორიტული ფიგურები ამოვარჩიე და იმ დროისათვის ჩემთვის უცნობ პარიზში გადავასახლე. ზოგი პერსონაჟი პირდაპირ ვირის ბაზრიდან აღმოჩნდა საფრანგეთში და საკუთარი ინტრიგები ჩაიტანა.
რეზო გაბრიაძე
სპექტაკლის შესახებ
ქეთოსა და კოტეს ქორწილის მეორე დღეს, სუფრის თამადა, გაღარიბებული გენერალი ვანო ფანტიაშვილი მოულოდნელად ღებულობს ორ დეპეშას საფრანგეთიდან. პირველი იუწყება თავადის ბიძის, მარშალ დე ფანტიეს გარდაცვალების ამბავს, მეორე კი, გენერალ ფანტიაშვილს მსოფლიოში უდიდესი ბრილიანტის “მონტე როზას” მემკვიდრედ აცხადებს.
აქედან იწყება თავადისა და მისი ამალის, ძველი ტფილისის კოლორიტული პერსონაჟების, მოგზაურობა პარიზში, მხიარული თავგადსავლებითა და ინტრიგებით. რა ბედი ელით პარიზში გენერალ ფანტიაშვილს და მის მეგზურებს: პროლეტარ ხეჩოს, ფინანსისტ ზიპოს, მემანქანე პორფილეს და განთქმულ ტფილისელ მაჭანკალ ხანუმას და რამ შეიძლება აიძულოს ნაპოლეონთან ბრძოლებში გამობრძმედილი გენერალი უარი თქვას მსოფლიოში ყველაზე დიდ ბრილიანტზე?
ავტორი - რეზო გაბრიაძე
რეჟისორი - ლეო გაბრიაძე
თოჯინების ესკიზები - თენგიზ მირზაშვილი, რეზო გაბრიაძე
ხანგრძლივობა: 75 წუთი
პრემიერა: 28 აპრილი 2023
როლებს ახმოვანებენ
თავადი ვანო - ეროსი მანჯგალაძე
ხეჩო - რამაზ ჩხიკვაძე
ხანუმა - ნანა შონია
ზიპო - გოგა პიპინაშვილი
წამყვანი - ოთარ ბაღათურია
პლესი პიკე - ზაზა პაპუაშვილი
მარკიზა - ნატუკა კახიძე
მადამ იქსი - ნათია კავსაძე
პორფილე - გია აბესალაშვილი
ტაში კოლა - ალეკო ბეგალიშვილი
ვიცე პრეზიდენტი - ლაშა რამიშვილი
პოჩტმაისტერი - მერაბ შარიქაძე
ალექსანდრ გუსტავი - ვანო დუგლაძე
ძმები ტეჟეები - ნიკა კვანტალიანი
თეკლა - ნანუკა ხუსკივაძე
ანიმატორები
ნიკო გელოვანი, თამარ ამირაჯიბი, ბადრი გვაზავა, ირაკლი შარაშიძე, მედეა ბლიაძე, თამარ კობახიძე, ნათია დემეტრაშვილი, მარიამ იკოშვილი, გიორგი გიორგობიანი, მი- ხეილ ბარნოვი, ბენო ჯიჯიაშვილი, ქეთევან კირტავა
თოჯინები და დეკორაციები
თამარ კობახიძე, გიორგი გიორგობიანი, ლევან მინდორაშვილი, ლევან კიკნაველიძე, ალექსანდრ ხეიმანოვსკი, ზურა დგვილავა, მედეა ბლიაძე, ნინო თათარაშვილი, ეკა ლომთაძე, ბენო ჯიჯიაშვილი, მარიამ იკოშვილი, სოფიო გაბრიჭიძე, ანა სოხაშვილი, მარინა ჯანჯღავა
ასაკობრივი შეზღუდვა +12
დაგვიანებულები არ დაიშვებიან სპექტაკლზე
ორგანიზატორებისთვის
ჩატარებული ღონისძიებები
TKT Club-ის შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
წესები და პირობები
კონფიდენციალობის პოლიტიკა
Copyright © 2015-2023 Online Tickets LLC. ყველა უფლება დაცულია.
საიტის ძველი ვერსია
Copyright © 2015-2020 Online Tickets LLC.
ყველა უფლება დაცულია.