

ცხოვრება შიშს მიღმა
ცხოვრება შიშს მიღმა
თუ გაუცნობიერებელი შიში და მუდმივი ღელვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია, თუ გამუდმებით ვინმეს მოხიბვლას ცდილობ ან ისეთ რამეზე შფოთავ, რაც შენ არ გეხება, ირგებ ნიღბებს, გინდა იყო მიმზიდველი, ეფექტური, პასუხისმგებლიანი, კრეატიული, ასეთი, ისეთი...
თუკი გრძნობ, როგორ ქრება ხალისი შენი ცხოვრებიდან, გაწუხებს ნიღბის ტარების სიმძიმე და ეგოს ხმაური, then #savethedate.
5 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე, „ლურჯი ოკანე“ და Leo ინსტიტუტი გიწვევთ სამი კოენის ტრანსფორმაციულ წიგნთან - „ცხოვრება შიშს მიღმა“ შესახვედრად.
პუბლიკას კომფორტულ ლაუნჯში (გუდიაშვილის #18) ჭიქა ღვინოსთან ერთად Leo ინსტიტუტის დამფუძნებელი, Leo და LaL მეთოდოლოგიების ავტორი, პიროვნული და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის ქოუჩი და ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანებს თავიანთი შინაგანი მზეების გამონათებაში 40-ზე მეტი წელია ეხმარება, გვასწავლის, თუ როგორ გამოვიყენოთ მისი წიგნი, როგორც ინსტრუმენტი სიყვარულით, ხალისითა და წარმატებით სავსე ცხოვრების შესაქმნელად.
…მზად ხარ შექმნა ცხოვრება სრული ადამიანური შესაძლებლობებით?
ბილეთის ფასი 50 ₾