cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

საქართველო - ნიდერლანდები

აღწერა

საქართველო–ნიდერლანდების მატჩი 24 აგვისტოს, “თბილისი არენაში” (მის:უნივერსიტეტის ქუჩა N 15ა) 19:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.

თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს: ➥ არენაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები

გულშემატკივრები დარბაზში უნდა შევიდნენ „თბილისი არენას“ ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) და ყველა მაყურებელმა უნდა ისარგებლოს ბილეთზე დატანილი შესასვლელით.

მაყურებლების ინფორმაციისთვის, უნივერსიტეტის ქუჩაზე 24 აგვისტოს, 14:00 საათიდან 22:00 საათამდე შეიზღუდება ავტომობილით გადაადგილება და დაშვებული იქნება მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობა მ.თამარაშვილის ქუჩიდან პ.ქავთარაძის ქუჩის მიმართულებით.

გულშემატკივრებს ავტომობილების პარკირება შეეძლებათ მაცხოვრის ამაღლების ეკლესიისა და თსუ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიებზე.

მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის

ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან 70 ლარამდე.

მე-2 იარუსი – 15, 20, 25, 30 ლარიანი ბილეთები.

1-ლი იარუსი – 35, 40, 50 , 70 ლარიანი ბილეთები.

უგულშემატკივრეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს! #WinForGeorgia

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი – www.1tv.ge

დამხმარე ლინკები:

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური გვერდები:

ვებ-გვერდი: - www.gbf.ge

Facebook: https://www.facebook.com/GeoBasketball

Instagram: https://www.instagram.com/georgian_basketball_federation/