იკიგაი - გზა ბედნიერებისკენ

აღწერა

შეხვდი მსოფლიო ბესტსელერის „იკიგაის“ ავტორს, ფრანსესკ მირალესს 14 ივნისს, 19:00 საათზე თბილისში, სასტუმრო ბილტმორში. ღონისძიება ინგლისურ ენაზე წარიმართება და გახმოვანდება სინქრონული თარგმანით ქართულ ენაზე.

ღონისძიების ფარგლებში ცნობილი ავტორი, ტრენერი და ექსპერტი პიროვნულ განვითარებასა და სულიერების საკითხებში, ფრანსესკ მირალესი ისაუბრებს იმაზე, თუ

• რა არის იკიგაი, რატომ არის მისი აღმოჩენა მნიშვნელოვანი?

• როგორ უნდა იპოვო ჰარმონია საკუთარ თავთან და როგორ შეიძლება იყო ბედნიერი აქ და ახლა?

• რა ტექნიკები და ცხოვრების წესები გვჭირდება ამის მისაღწევად?

ამ კითხვებზე პასუხი სწორედ ღონისძიებაზე გელოდებათ. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება.

ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის თანაავტორობით შექმნილი „იკიგაი“ მოგვითხრობს იაპონურ ფილოსოფიაზე, თუ როგორ „შევაჩეროთ“ დაბერება, როგორ ვიპოვოთ დინება ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, რას ნიშნავს იკიგაის დიეტა და სხვა. წიგნი 2016 წელს გამოიცა და მას შემდეგ პოპულარობით სარგებლობს, ის უკვე 54 ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს „შემოვლას“ კვლავაც აგრძელებს. 2022 წლის მაისიდან კი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ის ქართულ ენაზეც გახადა ხელმისაწვდომი.