მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

აღწერა

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების „ მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ახლებურ გააზრებას გვთავაზობს რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე.

ექსპერიმენტული წარმოდგენა ეძღვნება ომს. ომში მყოფ ადამიანებს, მათ ურთიერთობებს ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან. ახალი და საინტერესოა ფორმისა და მასში გამოყენებული მუსიკალური ჟანრის თვალსაზრისით. ერთმანეთთან სინთეზურად არის შერწყმული ელექტრონული და კლასიკური მუსიკალური თემები. ცოცხალი პლანის პარალელურად სპექტაკლისთვის სპეციალურად ვახტანგ ქორიძემ შექმნა ფაქიზოსა და მურადას თოჯინები.

ინსცენირება, სცენოგრაფია, მუსიკალური გაფორმება ელენე მაცხონაშვილის.

მონაწილეობენ: კახა გაბელაია, მერაბ შარიქაძე, ნაირა გელაძე, ხატია მელქაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ლაშა გრძელიძე, სანდრო ლელუაშვილი, სოფიო ფერაძე, ნინო პაპიაშვილი, ლანა მანაგაძე, მაია მალხაზიშვილი.

ასაკობრივი შეზღუდვა 9+

22 სექტემბერი, 19:00

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

ნ. დუმბაძის სახ. მოზარდმაყურებელთა თეატრი

01 ოქტომბერი, 14:00

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

ნ. დუმბაძის სახ. მოზარდმაყურებელთა თეატრი