ახალი თამაში

აღწერა

„ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი -კონტაქტი“ გიწვევთ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერაზე სახელწოდებით „ახალი თამაში“ .

ღონისძიება საქველმოქმედოა და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება უკრაინელ ბავშვებს, კერძოდ ქალაქ კიევის ოლქში მდებარე სარეაბილიტაციო ინკლუზიურ ცენტრს „ევა“ (Центр інклюзії та корекції "ЄВА").

გავერთიანდეთ უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად! მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ!

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში თანხის შემოწირვა შეგიძლიათ ფონდის ანგარიშზე: GE72TB7251336080100007

დანიშნულებაში მიუთითეთ -„უკრაინელ ბავშვებს“.

------------------------------------------------------------------------------------

იდეის ავტორი/რეჟისორი - ირა კოხრეიძე

სცენოგრაფი/რეჟისორი - გიორგი მიქაბერიძე

მუსიკის ავტორი - My Equinox Divine

ვიდეო გრაფიკა - არჩილ ბედიაშვილი

ქვიშაზე მხატვარი - თორნიკე კაკუშაძე

მონაწილეობენ:

მარიამ იორდანაშვილი, სანდრო დარსაველიძე, გიორგი პოლილოკაშვილი,

გვანცა ჯავახიშვილი,მაშიკო თვალაბეიშვილი, გიორგი გვასალია, ქეთი მუმლაძე,

ნინი ბიკოვი,ლუკა უშვერიძე, ლიკა ჯანიაშვილი, მარიამ კაპანაძე, მაიკო მინჯია,

თაკო უჯმაჯურიძე,ანა ხაჩიძე, სესილი ღვინჯილია, ანანო ჩიტაძე, მარიამ ფირცხალავა, სანდრო მენსონი,გიორგი ტიელიძე, ვასილ კიპაროიძე.

პიესა ფანტასტიკის ჟანრის ფილოსოფიურ ამბავს მოგვითხრობს. მოქმედება ხდება შორეულ მომავალში 2108 წელს, სადაც განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანები ცდილობენ ადაპტაციას სახეშეცვლილ დედამიწაზე. ამ ეპოქაში და დროშო ფეხით გადაადგილების გარდა მოსახლეობას უწევს დამატებითი უნარის გამომუშავება, მათ აუცილებლად სჭირდებათ ფრენის შესწავლა ჰაერში გადაადგილებისთვის. მთავარი გმირი ცდილობს სასიცოცხლოდ საჭირო უნარის გამომუშავებას, შექმნილი ფრთების კონსტრუქციის გამოყენებით , მაგრამ ფრენა მაინც არ გამოსდის. მას ეჭვი შეაქვს საკუთარი თავის შესაძლებლობებში.

მთავარი გმირის გარდა გვხვდებიან სხვა პერსონაჟებიც, რომლებიც განასახიერებენ საზოგადოების მრავალფეროვნებას, სხვადასხვა ხასიათის და ფსიქოტიპის ადამიანებს. ზოგიერთი მათგანი ხელს უწყობს მთავარ გმირს ამ ცხოვრების გამოწვევის დაძლევაში, ზოგიერთი კი პირიქით ხელს უშლის მას.

ამ ისტორიაში სამყარო წარმოჩინდება როგორც ჭადრაკის დაფა, ცხოვრება კი, როგორც თამაში. ხოლო თამაშში განხორციელებული სვლები და კომბინაციები ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს ასახავს, რომელიბიც პარალელურად რამოდენიმე სამყაროში ერთდროულად მიმდინარეობს.

ამ თამაშის წესების შესწავლა მთავარი გმირისთვის რთული მაგრამ საბედისწერო აღმოჩნდება. ის აკვირდება ცხოვრების თამაშის პროცესს და ხვდება რომ მუდმივ დაპირისპირებაში და კომფლიქტში ჩართვით ის ვერასოდეს გაიმარჯვებს და ვერ ისწავლის რეალურ ფრენას. ამიტომ ის გადაწყვეტს თამაშს გვერდიდან ადევნოს თვალი და შედეგად საკუთარ თავში აღმოაჩენს ახალი შესაძლებლობების უსაზღვრო ჰორიზონტს. ამ ბრძნული არჩევანის გამო კი მას ზეციური ძალები ჩუქნიან სანუკვარ ფრთებს და სრულფასოვნების

შეგრძნებას,რაც მას ასე აკლდა. ის აცნობირებს რომ შესაძლებლობები რეალურად უსაზღვროა და ცდილობს მიიღოს საკუთარი თავი ისეთი როგორიც არის. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება და ამიერიდან მისთვის უკვე იწყება სრულიად „ახალი თამაში“.

https://youtu.be/-PgvirHf-Fs

© პიესის ავტორი: ირა კოხრეიძე / გიორგი მიქაბერიძე