მეგობრებო, Tbilisi Open Air 2020 გადაიდო. ახალი თარიღები 25 ივნისისამდე გამოცხადდება. ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია.

გთხოვთ, გაეცნოთ ფესტივალის განცხადებას:

„მეგობრებო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წლევანდელი ფესტივალი ივნისში აღარ ჩატარდება და გადაიდება.

ახალი თარიღების შესახებ არაუგვიანეს 25 ივნისისა ჩვენი გვერდის საშუალებით შეიტყობთ.

ამ ეტაპზე განიხილება ფესტივალის სექტემბრის მეორე ნახევრისთვის გადადება, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ბილეთების გაყიდვა შეჩერებული იქნება მანამ, სანამ ახალ თარიღებს არ გამოვაცხადებთ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Tbilisi Open Air 2020 - ის ფეისბუქ - ივენთზე თარიღებს ტექნიკური მიზეზების გამო ვერ შევცვლით, ამიტომაც ახალი თარიღების გარკვევამდე იქ კვლავ 26 - 28 ივნისი იქნება მითითებული.

მათ, ვინც უკვე შეიძინა ფესტივალის აბონემენტი, ვთავაზობთ არჩევანს:

1.შეგიძლიათ, შეინარჩუნოთ აბონემენტი და შეცვლილ თარიღებზე გამოიყენოთ.

ამ შემთხვევაში უკლებლივ ყველა მყიდველს გადაეცემა საჩუქრად ფესტივალის 10 - წლიანი საშვი(გათამაშების გარეშე).ასეთ ადამიანთა რაოდენობა ასზე მეტია.

თუ ერთ აბონემენტზე მეტი გაქვთ შეძენილი, საჩუქრად მიიღებთ ერთ 10 - წლიან საშვს თქვენს სახელზე, ხოლო დანარჩენ აბონემენტებზე - ორწლიანს.ამ სასაჩუქრე საშვების მისაღებად, თქვენს სახელზე ნაყიდი არცერთი აბონემენტი არ უნდა დაბრუნდეს.

2.თუ არ გსურთ აბონემენტის შენარჩუნება და სასაჩუქრე საშვების მიღება, შეგიძლიათ, თანხა სრულად დაიბრუნოთ თქვენ მიერ შეძენილ ყველა ბილეთზე.

ამისათვის შეგიძლიათ, ეწვიოთ ბმულს, რომელიც გადმოგეგზავნათ მეილსა და მობილურის ნომერზე ბილეთის შეძენისას, სადაც 1 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით გააქტიურდება თანხის დაბრუნების ღილაკი.

თუ ამ პერიოდის განმავლობაში არ დააბრუნებთ ბილეთს, ავტომატურად დაფიქსირდება პირველი არჩევანი და მეილზე შესაბამის ინსტრუქციას 11 მაისამდე მიიღებთ.

ბოლოს გეტყვით, რომ გვაქვს ყოველდღიური კონსულტაციები ევროპის მთავარ ფესტივალებთან და ჩვენ ყველა, არტისტებთან ერთად, ვეცდებით, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ.

დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის!

გვჯერა, რომ მალე დავბრუნდებით ჩვენს საყვარელ Lisi Wonderland - ში“


-----------------

LINE UP 2020

პირველი დღე

MAIN STAGE
LP || BEDFORD FALLS || THE BEARFOX || THE BAMBIR || NEWCOMER 2020
EYESTAGE
KONSTANTIN || CHLOÉ || SEVDA || BERO
GARDEN STAGEACE
ACE VENTURA || ANCIENT OM || ACIDWAVE || OBRI & ZEN || MARCUSS || ADDITIVV || MANOAH
LENØ STAGE POWERED BY SINGER / DAY
APRILEE & BACHO SVANIDZE || SABINA CHANTOURIA || ZUKA
LENØ STAGE POWERED BY SINGER / NIGHT
AFTERNOON VERSION || MOVEMENT THEATRE BAN || ZURA RAMISHVILI TRIO

მეორე დღე

MAIN STAGE
APPARAT (live) || SHE WANTS REVENGE || KITE || KILLAGES || წერილი
EYESTAGE
ROBAG WRUHME || JENNIFER CARDINI || MAP.ACHE || TOMMA
GARDEN STAGE
FUNGUS FUNK || GASPARD || OOGWAY || KATANA || ZHANNA || ELLARGE
LENØ STAGE POWERED BY SINGER / DAY
OUTSIDER || LUA || TORNIKE GAGOSVHILI || SALOMERTSIA
LENØ STAGE POWERED BY SINGER / NIGHT
YOUNG GEORGIAN LOLITAZ || NASH ALBERT|| EREKLE GETSADZE AKA SYNTHSAIBOT || GUJA MARDINI QUARTET


მესამე დღე

MAIN STAGE
POLO & PAN || მწვანე ოთახი || EKO & VINDA FOLIO || MOLCHAT DOMA || THE BLACK MARROWS
EYESTAGE
PETRE INSPIRESCU || BARAC || GIO SHENGELIA || VAKO T
GARDEN STAGE
SASHI || PACK || STULTITIA || KASSRA || DIMITREE || INFEST || LYCANDROP
LENØ STAGE POWERED BY SINGER / DAY
LADY HEROINE || SEXY BYCICLE || GROUNDED PEOPLE || NEWCOMER 2020
LENØ STAGE POWERED BY SINGER / NIGHT
LOUDSPEAKERS || PAPUNA SHARIKADZE / KHONDZI & FRIENDS || LUKA DGEBUADZE QUARTET

-----------------