ღამის სერენადები

ღამის სერენადები

ლიანა ისაკაძის X საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალი
ღამის სერენადები“.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში, აფხაზეთში დაარსდა. სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი ამ ფესტივალის აღდგენა, რომლის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა.
წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოვება, რის გამოც, 2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას უკვე „ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა.
2018 წელს, საიუბილეო ფესტივალი, 26, 28 და 29 აგვისტოს ქ. ბათუმში სასტუმრო შერატონ ბათუმის 500 მაყურებელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზში უკვე მეათედ გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს კი - საფესტივალო საღამოები თბილისში გადმოინაცვლებს და ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.
2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია, ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები“. ამ ორკესტრმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. აღსანიშნავია 2014 წელს მათი წარმატებული კონცერტი ლონდონში, ხოლო 2015 წლის ივნისში „ვირტუოზებმა“ საქველმოქმედო კონცერტი ნიუ იორკში გამართეს.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ორკესტრის დაკომპლექტება მოხდა უცხოეთში და საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებით და ეწოდა „საქართველოს ვირტუოზები“.
წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან – პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია),
მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰ. ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბოროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანოპიეტროდარჩი (იტალია), კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო)
და სხვ.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია და ქ. თბილისის მერია.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

აქცია 10 აგვისტომდე – ბათუმის სამივე კონცერტზე დასასწრები ბილეთის შეძენის შემთხვევაში (აბონემენტი) მომხმარებელს:

A კატეგორიის ბილეთების შეძენის შემთხვევაში, ნაცვლად 120 ლარისა - 90 ლარი (25%–იანი ფასდაკლება);

B კატეგორიის ბილეთების შეძენის შემთხვევაში, ნაცვლად 90 ლარისა - 60 ლარი (33%–იანი ფასდაკლება);

* VIP ბილეთებზე აქცია არ ვრცელდება (!)

* VIP ბილეთების მფლობელებს კონცერტის ანტრაქტის დროს სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სივრცეში გავუმასპინძლდებით ტკბილეულით, ხილით, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელებით (!)

სპეციალური შეთავაზება

ღამის სერენადები - აბონემენტი (B კატეგორია)

180 60
დეტალები
ღონისძიებები

26 აგვ/ კვირა 20:00

კამერული ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები

სასტუმრო შერატონ ბათუმი

30 - დან
ბილეთები

28 აგვ/ სამშაბათი 20:00

საქართველოს ვირტუოზები

სასტუმრო შერატონ ბათუმი

30 - დან
ბილეთები

29 აგვ/ ოთხშაბათი 02:00

ტანგოს საღამო

სასტუმრო შერატონ ბათუმი

30 - დან
ბილეთები