James Blunt

James Blunt

➡ გახდი წლის გრანდიოზული ფესტივალის მონაწილე, რომელიც 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება!.. ფესტივალის საერთო ენა მუსიკაა, რომელიც ქართველ და უცხოელ მსმენელებს აერთიანებს და საშუალებას აძლევს, გახდეს მნიშვნელოვანი თარიღის მონაწილე. 

➡ წლის არტისტი - ჯეიმს ბლანტი - ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბრიტანელი ვარსკვლავი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა საქართველოს და შეასრულებს სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან „Afterlove”, თბილისში, მიხეილ მესხის (ლოკომოტივის) სტადიონზე.

➡ მოწვეული ჯგუფი - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა). სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას შემატებს ფესტივალს.

➡ მასპინძელი ჯგუფი - Young Georgian Lolitaz - ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფი. მამაკაცებით დაკომპლექტებული პირველი ბენდი, რომელიც 2016 წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოდან წარსდგა.

➡ მასპინძელი ჯგუფი - Loudspeakers - ცნობილი ქართული როკ ჯგუფი, რომელმაც უზარმაზარი პოპულარობა Tbilisi Altervision მუსიკალური ფესტივალით მოიპოვა.

დეტალური განრიგი
18:30 - LOUDspeakers
19:30 - Young Georgian Lolitaz
20:30 - The Parlotones (სამხრეთ აფრიკა)
22:00 - James Blunt (გაერთიანებული სამეფო)

➡ შესვლა იწყება - 17:00 საათიდან
ყიდვის დასასრულებლად დაგრჩათ
0