GEM Warm up party

GEM Warm up party ონლაინ გაყიდვა შეჩერებულია

30 ივნისი 2017 22:30 Silk Factory Studio
Silk Factory studio 1892 წელს აშენებულ, ერთ დროს განთქმული თბილისის აბრეშუმის ქარხნის შენობაში მდებარეობს. ნაგებობა საქართველოს ინდუსტრიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება და ახლა მის ტერიტორიაზე ხმის ჩამწერი სტუდია, კინოსა და რეკლამის გადასაღები პავილიონებია მოწყობილი და პირველად მასპინძლობს ივენთს - " GEM Warm up party".

Lineup:

Ø Stimmhalt
Ø Nuno Dos Santos
Ø Noxiron
Ø Daria Zet

Movement Theatre / მოძრაობის თეატრი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Tbilisi State Conservatoire 

Nuno Dos Santos

ძალიან რთულია გაექცე პორტუგალიაში დაბადებული გერმანელი Nuno Dos Santos-ის შარმს, რაც სცენაზე მისი შეუცველი იარაღია. არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებს - საკუთარ ლეიბლ “Something Happening Somewhere”-ზე მუშაობს, მუსიკას წერს თუ დიჯეობს - მაშინვე იგრძნობთ რომ Nuno -ს თავისი საქმე უზომოდ უყვარს. ყველაფერთან ერთად Nuno აღიარებული პროდუსერია, მუშაობდა როგორც სოლოდ, ასევე ისეთ არტისტებთან ერთადაც, როგორებიც არიან Patrice Baumel, Estroe და TJ Kong, (ვისთან ერთადაც გამოუშვა სრულმეტრაჟიანი ალბომი After Dark, My Sweet 2010 წელს) ცნობილ ლეიბლებთან Compost, Planet E, Green Records, Traum და Connaisseur. 

მისი მელოდიების შექმნის საიდუმლო მუსიკის უბადლო ცოდნა და დახვეწილი ტექნოდან უფრო ემოციურ ჰაუსზე გადართვის უნარია, რისი მაგალითებიცაა კლასიკური ტრეკები „Merging”, “Hamming” და „Mon Toy”. მისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად ისიც კმარა, რომ Nuno ევროპასა და ამერიკაში ყველა ცნობილი კლუბის ჰედლაინერია. ის რეზიდენტი და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ამსტერდამის ლეგენდარულ კლუბებ - Trouw და Club 11-ში, სადაც წლების განმავლობაში განვითარდა და ჩამოყალიბდა მისი უნიკალური მუსიკის შეგრძნების და გადმოცემის უნარი.