DataFest Tbilisi

DataFest Tbilisi ბილეთები შეგიძლიათ შეიძნოთ ადგილზე

DataFest Tbilisi არის საერთაშორისო ფესტივალი მონაცემების შესახებ, რომელიც 15-17 ნოემბერს თბილისში გაიმართება. ღონისძიება უმასპინძლებს მონაცემებით, ტექნოლოგიითა და კომუნიკაციით დაინტერესებულ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, მარკეტერებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, დეველოპერებსა და დიზაინერებს.  
DataFest Tbilisi 3-დღიანი ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს სპიკერთა გამოსვლებს, ვორქშოპებსა და ჰაკათონებს მონაცემებისა და კომუნიკაციის შესახებ. 2017 წელს ფესტივალს დაესწრება 400-ზე მეტი მონაწილე 20-ზე მეტი ქვეყნიდან.  

ბილეთის ღირებულებაში შედის:

●     ღონისძიების ყველა აქტივობაზე დასწრება/მონაწილეობა (სპიკერთა გამოსვლები, ვორქშოპები, ჰაკათონი)
●     მოსაწვევი ღონისძიების წვეულებებზე
●     კვება მთელი დღის განმავლობაში

ფასები მოცემულია 31 ოქტომბრამდე. 1 ნოემბრიდან 1 დღის ბილეთის ღირებულება იქნება 70 ₾, 3 დღის ბილეთი - 140 ₾.