ანსამბლი ანჩისხატი

ანსამბლი ანჩისხატი

ქართული ხალხური სიმღერის კონცერტი „სიმღერას ვბედავ“.
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი.

ანსამბლი ანჩისხატი გეპატიჟებათ სრულიად ახალი რეპერტუარით შედგენილ სოლო კონცერტზე.
ანსამბლი თავისი განახლებული შემადგენლობით აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, მისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბილისში გამართულ საანგარიშო კონცერტებს.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მსემენელს „ანჩისხატი“ კარგად დავიწყებულ ქართულ მუსიკალურ მარგალიტებს შესთავაზებს!
კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.
ამასათანავე, წელს ანჩისხატის გუნდს (ანსამბლ ანჩისხატს) დაარსებიდან 30 წელი უსრულდება.

კონცერტი ტარდება ფონდი „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერით.