30.00 - 45.00

თბილისი ჰილს სამთო გარბენი

კვირა, 24 ოქტომბერი 09:30

თბილისი ჰილს

აღწერა

თბილისი ჰილს სამთო გარბენი - მორიგი შთამბეჭდავი ივენთი TrailLab-ისგან.

ლისის სამთო გარბენის, თბილისის სათავგადასავლო გარბენის, ჭილი ჩილი რან-ის და ყაზბეგის მარათონის შემდეგ TrailLab წარმოგიდგენთ Tbilisi Hills Trail Race-ს.. ივენთის მასპინძელია Tbilisi Hills Golf & Residences – ყველაზე მასშტაბური, ინოვაციური და პრესტიჟული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია საქართველოში.

გარბენზე არის სამი დისტანცია:

18 კილომეტრი 750 მეტრი ვერტიკალური დისტანციით

14 კილომეტრი 550 მეტრი ვერტიკალური დისტანციით

9 კილომეტრიანი Fun Run 300 მეტრი ვერტიკალური დისტანციით

მარშრუტი Tbilisi Hills-ის მთავარ მოედანზე იღებს სტარტს და მიუყვება თელეთის ქედს, 3 კილომეტრის შემდეგ ლამაზი სერპანტინი ეშვება კრწანისში. მორბენლები მალევე ჩამოიტოვებენ ძველი უბნის ქუჩებს და კრწანისის ხევში ჩავლენ. მდინარესთან, 10კმ ნიშნულზე განლაგებულია პირველი საკონტროლო პუნქტი გამაგრილებელი სასმელებით და წყლით. ამის შემდეგ, მათ ელით ციცაბო აღმართი თელეთის ქედზე და მეორე საკონტროლო პუნქტი 13კმ ნიშნულზე, წყლით, სასმელებით და საკვებით. დისტანციის ბოლო ნაწილი გადის თელეთის ქედზე შავნაბადას მონასტრის მიმდებარედ.

გარბენის ბილიკის სხვადასხვა მონაკვეთიდან იშლება თბილისის, კოჯრის ტყის, კუმისის ტბის და ჩავნაბადას მონასტერის ულამაზესი ხედები. კარგი ამინდის შემთხვევაში მყინვარწვერსაც დავინახავთ საინტერესო პერსპექტივით. Ბილიკი ჩაფლულია ლამაზ ტყეში/ბუჩქებში და გამოირჩევა ლამაზად მოყვავილე ეკლიანი კაქტუსების სიმრავლით. Დიახ, კაქტუსების, რომელთა მტკივნეული ეკლებისთვის ფეხის აცილება დამატებითი სახალისო გამოწვევაა სირბილის დროს.

გარბენი გამოირჩევა საინტერესო რელიეფითაც. მთლიანი მარშუტის ვერტიკალური მანძილის (vertical gain) 750 მეტრის უდიდესი ნაწილი TrailLab-ის სხვა გარბენებისაგან განსხვავებით კონცენტრირებულია დისტანციის არა პირველ, არამედ მეორე ნახევარში.

ფინიშისთვის განკუთვნილი დროის ლიმიტებია:

18კმ: 03:30 საათი

14კმ: 03:00 საათი

9კმ: 03:00 საათი

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

გარბენის დასაწყისი: 24.10.2021 09:30

რეგისტრაცია: 08:00 - 09:00

Ბრიფინგი: 09:00

❤️ორგანიზატორის მხარდასაჭერად რეგისტრაციის საფასურთან ერთად შეგიძლიათ 25 ლარიანი დონაციის გაკეთება. დამატებითი თანხის დონაციის სურვილის შემთხვევაში თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

● ააიპ საქართველოს სამთო სირბილის ფედერაცია

● GE91BG0000000498660458

•••

კვირა, 24 ოქტომბერი 09:30

თბილისი ჰილს

₾ 30.00 - 45.00