ZEG Tbilisi Storytelling Festival

აღწერა

ZEG Tbilisi Storytelling Festival - ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელიც Impact Hub Tbilisi-სა და Coda Story-ის მიერ 2019 წელს დაარსდა. ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები - ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც 3 დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.

წელს ფესტივალი 8-10 ივნისს ჩატარდება და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, ქალაქის ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ამბის თხრობის/გადმოცემის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.

ფესტივალში მონაწილეობას იღებს 40-მდე უცხოელი სპიკერი, მათ შორის არიან: არმანდო იანუჩი - სატირიკოსი და არაერთი ცნობილი ფილმის რეჟისორი და სცენარისტი (მათ შორის The Death of Stalin), მარია რესა - ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ადამ ნოიჰაუსი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ტელეკომპანიის ESPN-ის განვითარების სტრატეგიის ხელმძღვანელი და დოკუმენტური სერიალის 30for30-ს კრეატიული დირექტორი, ფედონ პაპამიქაელი - ოსკარის ორგზის ნომინანტი კინოოპერატორი (მათ შორის Ford V Ferrari, Indiana Jones), სევგილ მუსაიევა - Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი, ოლივია არტური - Magnum-ის დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, კლაუდია მილნი - CBS News-ის ვიცე პრეზიდენტი, ჯო საბია - Vogue's 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი, სარა ნატოჩენი - Pokémon-ის ხმა და მრავალი სხვა წამყვანი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გარდა ამისა, წელს ZEG-ის ფარგლებში ტარდება European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვევა 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: რადიო თავისუფლება, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, თიბისი კონცეპტი, Visa, European Press Prize, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, Windfor’s, IPI, აჭარა ჯგუფი, Enkeny Films, ჟუჟუნა ღვინო

ბილეთის ფასში შედის:

  • ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ყველა პანელურ დისკუსიაზე, სესიაზე, ფილმის ჩვენებაზე, ვორქშოპსა თუ ქალაქის ტურზე დასწრება
  • სასაჩუქრე ჩანთა
  • გახსნის და დახურვის ცერემონიალი (მიღება)
  • European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრება
  • ფესტივალის დღეებში უზრუნველყოფილი იქნება საუზმე, ლანჩი, ყავის შესვენება

საყურადღებო ინფორმაცია:

  • ფესტივალი ტარდება ინგლისურ ენაზე
  • ყველა ბილეთი დაცულია უნიკალური QR კოდით. გთხოვთ, თქვენი ბილეთი და QR კოდი კონფიდენციალურად შეინახოთ.
  • იმისთვის, რომ არ შეგექმნათ ფესტივალზე შესვლის პრობლემა, ნუ შეიძენთ ბილეთებს არაოფიციალური წყაროებისგან.
  • ფესტივალზე დასასწრებად აუცილებელია ადგილზე რეგისტრაციის გავლა და ბილეთის სამაჯურში გადაცვლა. რეგისტრაცია დაიწყება 8 ივნისს 10:00 საათიდან, ფესტივალის მთავარი სცენის შესასვლელთან.
  • სამაჯური არ მოიხსნათ საფესტივალო დღეების განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებთ ღონისძიებებზე დასწრებას.
  • 10 წლამდე ბავშვებისთვის ფესტივალზე დასწრება უფასოა, თუმცა ღონისძიება არ არის საბავშვო.


*თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ ბილეთების შეძენისას, დაიბრუნონ თანხის 15%.