

CeeLo Green
2023 წლის 3 მარტს CeeLo Green დაუვიწყარ კონცერტს საქართველოში, Factory Tbilisi-ში გამართავს.
მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ ამერიკელ მომღერალს, კომპოზიტორს, რეპერსა და მსახიობს საერთაშორისო მსმენელი ისეთი სიმღერებით იცნობს, როგორიცაა Gnars Barkley-ში შესრულებული და ყველასთვის საყვარელი „Crazy” და მისი სოლო სინგლი „Forget You”.
ხუთგზის გრემის, Billboard Music Award-ის, Brit Award-ისა და კიდევ მრავალი მუსიკალური დაჯილდოების გამარჯვებულის მოსმენა ქართველ მსმენელს მარტის დასაწყისში შეეძლება.
ამერიკელი ვარსკვლავი საქართველოში Stagelove Affair-ის მოწვევით ჩამოდის. ეს არის ახალი ქართული კომპანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ცნობილი და ყველასთვის საყვარელი შემსრულებლების საქართველოში ჩამოყვანასა და მათი კონცერტების ორგანიზებას გეგმავს.
CeeLo Green კი მხოლოდ დასაწყისია იმ მასშტაბური მიზნის, რომლის განხორციელებაც Stagelove-ს ქართველი მსმენელისთვის მეგავარსკვლავების კონცერტების გამართვით სურს.
ღონისძიებაზე კარის გაღების დრო არის 18:00
Early Bird - 100 ₾ (Sold Out)
I კალათა - 140 ₾
II კალათა - 160 ₾
ასაკობრივი შეზღუდვა 16+