

ჯაზ მატარებელი
12-14 აგვისტოს, ბათუმი რიგით მე-15, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს.
თიბისი კონცეპტისა და "ისთერნ პრომოუშენი"-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად, მუსიკალურ თავგადასავალში თბილისიდან ბათუმში ჯაზ მატარებელი გამოგზაურებთ.
კომფორტული მგზავრობისა და გზად ბევრი საინტერესო აღმოჩენის მხარდამჭერი ტრადიციულად საქართველოს რკინიგზაა.
ჯაზ მატარებელი თბილისიდან 13 აგვისტოს, 10:50 საათზე დაიძრება.
მატარებელში თქვენს საზეიმო განწყობაზე იზრუნებენ ერეკლე გეწაძე და ელენე კალანდაძე LIVE.
მგზავრობისას გათვალისწინებულია:
- ლანჩ ბოქსი და ტკბილეულობა
- გამაგრილებელი სასმელი
- სახალისო აქტივობები და საჩუქრები
*შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია წარადგინოთ თქვენი პირადი მონაცემები და ჯაზ-ფესტივალის ბილეთი. დასწრება უფასოა.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა თიბისი კონცეპტის ბარათითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით.
6 წლამდე ბავშვების რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის ჯაზ-ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით.
ბარათების ჩამონათვალი:
TBC Concept Visa/MC Gold Card, Visa/MC Platinum, MC World Elite, Visa Signature, Visa Signature Ertguli.
*გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია.