ბათუმი-თბილისის XIV საერთაშორისო ფესტვალი „ღამის სერენადები“

აღწერა

2022 წლის 17, 18 სექტემბერი, 20:00 საათი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი. ბათუმი-თბილისის XIV საერთაშორისო ფესტვალი „ღამის სერენადები“, კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები, ანდრეს გაბეტა (ვიოლინო, საფრანგეთი), გლორია კამპანერი (ფორტეპიანო, იტალია), ალესანდრო კარბონარე (კლარნეტი, იტალია), მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.

ფესტივალის დამაარსებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძვანელია გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.

1982 წელს საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში დაარსებულ ფესტივალს წელს 40 წელი უსრულდება.

შაბათი, 17 სექტემბერი, 20:00 საათი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი. კონცერტი ეძღვნება იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს.

მონაწილეები: ტრიო გლორია კამპანერის (ფორტეპიანო), ალესანდრო კარბონარესა (კლარნეტი) და მარიო სტეფანო პიეტროდარკის (ბანდონეონი) შემადგენლობით წარმოგიდგენთ კონცერტს „ასტორი“;

პროგრამა: ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები.

18 სექტემბერი, 20:00 საათი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი

მონაწილეები: ანდრეს გაბეტა (ვიოლინო) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“

პროგრამა:

ვივალდი - წელიწადის დრონი

ვივალდი - Grosso Mogul