კალათბურთი | საქართველო - ესპანეთი

აღწერა

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ფანჯარაში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო-ესპანეთის მატჩი 4 ივლისს, თბილისი არენაში (მის:უნივერსიტეტის ქუჩა N 15ა) 19:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.

თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს. არენაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები: აკრძალული ნივთები

გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი იქნება დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) 4 შესასვლელი და ყველა მაყურებელმა უნდა ისარგებლოს ბილეთზე დატანილი შესასვლელით.

მაყურებლების ინფორმაციისთვის, უნივერსიტეტის ქუჩაზე 4 ივლისს, 16:00 საათიდან შეიზღუდება ავტომობილით გადაადგილება და დაშვებული იქნება მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობა პ.ქავთარაძის ქუჩიდან მ.თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით.

გულშემატკივრებს ავტომობილების პარკირება შეეძლებათ მაცხოვრის ამაღლების ეკლესიისა და თსუ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიებზე.

საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან 50 ლარამდე.

მე-2 იარუსი - 15, 20, 25, 30 ლარიანი ბილეთები.

1-ლი იარუსი - 35-40 და 50 ლარიანი ბილეთები.

უგულშემატკივრეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს! £#WinForGeorgia

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი - www.1tv.ge

ღონისძიებაზე დასასწრებად ყველა ასაკის მომხმარებელს ესაჭიროება ბილეთის წარდგენა.

გთხოვთ ისარგებლოდ თქვენი სექტორისთვის განკუთვნილ შესასვლელით:

GATE 1 (TIER I - SECTOR 1)

GATE 2 (TIER II - ALL SECTORS)

GATE 3 (TIER I - SECTOR 2/3/4/5/6/7/8/9/10/12)

GATE 4 (TIER I - SECTOR 13 & 16)