ეროვნული ლიგა I დინამო თბილისი - დინამო ბათუმი

აღწერა

დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩში 3 მაისს, ბათუმის დინამოს უმასპინძლებს.

თბილისური კლუბის გულშემატკივარს ბილეთების შეძენა, მხოლოდ, დინამო არენას აღმოსავლეთ ტრიბუნის კონკრეტულ სექტორებზე (მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-20, 21-ე, 22-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე და 27-ე) შეეძლებათ.

ბათუმელი გულშემატკივრებისთვის კი, ბილეთების რეალიზაცია ჩრდილოეთ ტრიბუნის კონკრეტულ სექტორებზე (მე-10, მე-11, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18) მოხდება.

სტანდარტული ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს, რაც შეეხებათ სკოლის მოსწავლეებს, მათ Scool Card-ის გამოყენებით ყველა საშინაო მატჩზე უფასოდ დასწრება შეუძლიათ.

ეროვნული ლიგის მე-11 მატჩი 3 მაისს დინამო არენაზე გაიმართება, შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.