იდეა, რომლისაც მწამს

აღწერა

24 მარტს, ხუთშაბათს, ლოლიტას საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა თემაზე ,,იდეა, რომლისაც მწამს...“

შეხვედრის ფარგლებში სპიკერები დავით ჩიკვაიძე, ანდრო დგებუაძე, დავით კენჭაძე, თათია დოლიძე და ნინო ზამბახიძე ისაუბრებენ საკუთარ იდეებზე, რომლებისაც სწამთ და განიხილავენ კარლო ბატას წიგნში - ,,მსოფლიო ლიდერების გამოსვლები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა“ - წარმოდგენილი სპიკერების სიტყვით გამოსვლებს.

ამ წიგნში წარმოდგენილ ოცდათვრამეტი ლიდერის მიმართვას ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დროს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე. ისინი ეკუთვნით პოლიტიკოსებს, მეცნიერებს, მწერლებს, მისიონერს, არქიტექტორს, ბიზნესლედის, ტოქშოუს წამყვანს.

ბევრმა მათგანმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა იდეებს, რომლებისაც სწამდა და იდეის ერთგულება საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ზოგმა ასევე, ნელსონ მანდელასავით, ათწლეულები გაატარა საპატიმროში...

ღონისძიების მოდერატორი იქნება წიგნის „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“ ავტორი - ნატა ასათიანი.

ლოკაცია: (ჭოველიძის 7, შესასვლელი ლოლიტას მხრიდან, მე-3 სართული)