მთავარი ოპერა
ვერდის ფესტივალი საქართველოში

ვერდის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით მელომანს იზიდავს. წელს ვერდის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდება.

16 აგვისტოს ფესტივალი თბილისის ოპერის თეატრში ოპერა "ბალ-მასკარადის" პრემიერით გაიხსნება. 23 აგვისტოს ბლექ სი არენაზე წარმოდგენილი იქნება "აიდა" - არენა დი ვერონას გრანდიოზული დადგმა. ფესტივალი 25 აგვისტოს მსოფლიო საოპერო ვარსკვლავების გალა კონცერტით დასრულდება.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამის ,,საქართველო, ევროპა" ფარგლებში ტარდება.


აიდა

ოპერა გალა