cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

ღამის სერენადები

აღწერა
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები" 37 წლის ისტორიას ითვლის. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე. უკვე მეორე წელია მასთან ერთად ფესტივალს მუსიკოსი გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობს.

წელს ,,ღამის სერენადები” აღდგენიდან მეთერთმეტედ გაიმართება. 25, 27 და 28 აგვისტოს ფესტივალს ბათუმის ახლად რესტავრირებული ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს. 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო საღამოები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს.

ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა ისაკაძის ინიციატივით შექმნილი კამერული ორკესტრი ,,საქართველოს ვირტუოზები''.

ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/გერმანია). ფესტივალის მოწვეული დირიჟორია პანტელის კოგიამისი (საბერძნეთი/ავსტრია).

წლევანდელი ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ მსოფლიოში აღიარებული ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ნანა იაშვილი (ვიოლინო, საქართველო/გერმანია); ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო, საქართველო/იტალია); ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო, ინგლისი/ფინეთი); იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო, ფინეთი); „ფორტე-ტრიო“ – ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ტრიო; დავით შამანაური (საყვირი, საქართველო); კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი (საქართველო); ახალგაზრდა პიანისტი სანდრო ნებიერიძე (საქართველო).

ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი
ფესტვალის ორგანიზატორი კომპანია - ,,არტ-ალიანსი''