-

მარკ მარტელი „ოქროს ტალღაზე“ იმღერებს!

„ოქროს ტალღა“ 2019 წლის 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერორგანიზებული წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია გამარჯვებულებს 15 ნომინაციაში გამოავლენს.

წელს, „ფორტუნას“ გადაწყვეტილებით, „ოქროს ტალღა“ ლეგენდარულ „ქუინს“ ეძღვნება. შესაბამისი იქნება მუსიკალური ნაწილიც - „ოქროსტალღის“ სპეციალური სტუმარი კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელია, რომელიც 2018 წლის ყველაზე პოპულარული ფილმის, „ბოჰემურირაფსოდიის“ ერთ-ერთი მონაწილეა, მან ფილმში ფრედი მერკურის რამდენიმე მუსიკალური პარტია შეასრულა და აღიარებულია, როგორცმერკურის სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი.

„ოქროს ტალღაზე“ ის „ქუინის“ სიმღერებს შეასრულებს.