წინანდლის ფესტივალი
აღწერა
2019 წელს წინანდლის ფესტივალი ელის კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 15 დღიან მუსიკალურ დღესასწაულზე წინანდლის მამულის უნიკალურ გარემოში!

8-დან 22 სექტემბრამდე, ეზიარე კლასიკურ მუსიკას ლეგენდარული დირიჟორების და ვირტუოზი სოლისტების - ჯანანდრეა ნოზედას, იუკა-პეკა სარასტეს, ომერ მეირ ველბერის, ლაჰავ შანის, სერ ანდრაშ შიფის, იუჯა ვანგის, ფაზილ საის, ლიზა ბათიაშვილის, თომას ჰემფსონის, გოტიე კაპუსონის, რენო კაპუსონის, მიშა მაისკის, ჯორჯ ლის, პინკას ცუკერმანის, ედგარ მოროს, ვერბიეს ფესტივალის კამერული ორკესტრის და სხვათა შესრულებით.

ისიამოვნე დღის და საღამოს კონცერტებით წინანდლის მამულის საკონცერტო დარბაზებში - უნიკალური აკუსტიკით და არქიტექტურული გადაწყვეტილებით გამორჩეულ 600-ადგილიან კამერული მუსიკის დარბაზში და 1200-ადგილიან ამფითეატრში. წინანდლის ფესტივალის თანადამფუძნებლები არიან საქართველოს მთავრობა, მსხვილი ქართული კომპანია სილქ როუდ ჯგუფი და ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებლები.

ფესტივალის ფარგლებში დაფუძნდება მუსიკალური აკადემია და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელთა შემადგენლობაშიც შევლენ ყოველწლიური კონკურსების საფუძველზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შერჩეული ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები. შესარჩევი კონკურსები ჩატარდება ერთობლივად ვერბიეს და წინანდლის ფესტივალის წარმომადგენლების მიერ. დამწყებ მუსიკოსებს მიეცემათ უნიკალური საშუალება ეზიარონ თანამედროვე კლასიკური მუსიკის სამყაროს და გაიღრმავონ მუსიკალური განათლება სემინარების და მასტერკლასების საშუალებით, რომელთაც წარუძღვებიან თანამედროვე კლასიკური მუსიკის გამოჩენილი წარმომადგენლები.
ფესტივალი ტარდება პროექტ CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში

წინანდლის ფეტივალს წარმოგიდგენთ სილქნეტი
ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი სტატუსი
TBC Status - თიბისი სტატუსის კლიენტებისთვის მოქმედებს 10%-იანი cash back ნებისმიერი კატეგორიის ბილეთზე.
სპონსორები: