Open Culture: KHIDI

აღწერა

16 საათიან საპილოტე ღონისძიებაზე დაუკრავენ კლუბის რეზიდენტები და თბილისური სცენის ახალი ტალღის წარმომადგენლები.

Open Culture - ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდისა და არადომინანტური კულტურისა და შემოქმედებითი კოლექტივების მხარდამჭერი პლატფორმა act4culture-ის მიერ ინიცირებული იდეაა, რომელიც უსაფრთხო ღონისძიებების მომზადების, ორგანიზებისა და რეაგირების სტრატეგიას წარმოადგენს.

საპილოტე ღონისძიება OPEN CULTURE: KHIDI მიზნად ისახავს დახურულ სივრცეებში Covid-19 გავრცელების რისკების კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და ქვეყნის მასშტაბით საერთო სტანდარტის დანერგვას, რაც საკლუბო, საფესტივალო და საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებს დაეხმარება 2 წლიანი კრიზისის დაძლევასა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში. 8 ოქტომბერს, სტუმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციული შემოწმების მიზნით გამოყენებული იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც სტუმრების კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს. სტატუსის შესამოწმებლად გაიარეთ რეგისტრაცია ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge და მიიღეთ უნიკალური ბარკოდი.

საპილოტე ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია სამი სავალდებულო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში:

წინასწარ გენერირებული უნიკალური ბარკოდი;

• ღონისძიების ონლაინ ბილეთი;

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გაითვალისწინეთ:

ტესტირება ადგილზე არ კეთდება;

• არ დაიშვებიან ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები;

• არ მიიღება ტესტირების ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ციფრული და ბეჭდური ვერსიები.

საპილოტე ღონისძიებაზე დამსწრე პირი ონლაინ ბილეთის შეძენის დროს პერსონალური მონაცემების (სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) გაზიარებით ავტომატურად ეთანხმება Open Culture კვლევაში მონაწილეობის მიღებას.

მომხმარებელს 1 ბილეთის შეძენის საშუალება აქვს. აუცილებელია ბილეთის მფლობელის მონაცემების სრულად შევსება, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბში მხოლოდ სრულად შევსებული მონაცემის მქონე პირი დაიშვება.

დასწრება შეუძლიათ:

სრულად ვაქცინირებულ პირებს (მეორე აცრიდან 2 კვირის შემდეგ);

• ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირებს;

• ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს.

კარზე მოქმედებს Face და Age კონტროლი.

I PRE-SALE: 40 GEL

II PRE-SALE: 50 GEL

•••

საშვი