Fuckup Nights Tbilisi vol. 26

აღწერა

Fuckup Nights Tbilisi-ს ოცდამეექვსე გამოშვების გაიმართება Techstars-ის სტარტაპ კვირეულის (Techstars Startup Week Georgia-ს) ფარგლებში

🤩

🗓️ გელოდებით Open Space/ღია სივრცეში 14 დეკებერს, 20:00 საათზე.


Fuckup Nights Tbilisi ორგანიზებულია სტარტაპ ბიუროს და Impact Hub Tbilisi-ს მიერ.

მხარდამჭერები არიან Grant Thornton Georgia, აქსელი - საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ლურჯი ოკეანე და ჟუჟუნა.

მედია მხარდამჭერიები: Forbes Georgia, Entrepreneur Georgia, imitom.ge, AT.ge და BPN.ge.

რა არის Fuckup Nights?

Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს

რა არის Techstars-ის სტარტაპ კვირეული?

Techstars-ის სტარტაპ კვირეული საქართველოში (Techstars Startup Week Georgia) 13 დეკემბერს დაიწყება და 1 კვირის განმავლობაში მონაწილეებს ახალ ცოდნას, შესაძლებლობებსა და მოტივაციას გადასცემს. სტარტაპ კვირეული 2010 წელს კოლორადოს ქალაქ ბოლდერში დაიწყო. პროექტს საფუძველი ენდრიუ ჰეიდმა ჩაუყარა. სტარტაპ კვირეული სწრაფად გახდა პოპულარული და მალე არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.

2010 წლიდან დღემდე ღონისძიებამ ათასობით მეწარმეს უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. მათ შორისაა სიეტლი, ლონდონი, ბარსელონა, ბანგკოკი და კიდევ 80 სხვა ქალაქი, რომელთაც თბილისი უკვე მეორე წელია შეუერთდა.

Techstars-ის სტარტაპ კვირეული კონფერენციებს, ვორკშოფებს, ჰაკათონებს, სტარტაპ ექსპოს, შეხვედრებსა და სხვა მრავალ ღონისძიებას უმასპინძლებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც სტარტაპების, ასევე, ადგილობრივი ანტრეპრენერული იდენტობის განვითარებას.

საშვი