"თბილისი-რიტმი2022" კონსერვატორიის დიდი დარბაზი

აღწერა

პაოლო ფრეზუს ტრიო

15 ივნისს თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ "თბილისი- რიტმს" უმასპინძლებს. ფესტივალს გახსნის იტალიელი ვირტუოზი მესაყვირის პაოლო ფრეზუს ტრიო.

ეს განახლებული ტრიო ქმნის საოცარ სულიერ განცდებს და ერთგვარ ემპათიურ გამოძახილს მუსიკალური ხელოვნებით ცხოვრებასთან ჰარმონიული ურთიერთობისათვის. აი ასეთი დამოკიდებულება გვიჩნდება, როდესაც ვსაუბრობთ პაოლო ფრეზუს, დინო რუბინოსა და მარკო ბარდოშიას შესახებ. მათ მჭიდრო კოლაბორაცია აკავშირებთ. თითოეული მათგანის ინდივიდუალური საშემსრულებლო სტილი ჩინებულად არის შერწყმული და ერთმანეთის შემავსებელია. დახვეწილი სამმხრივი „დიალოგი“ დიდი ემოციური და ინტელექტუალური ურთიერთქმედებით გამოირჩევა, რომელიც დაბალანსებულია ფრეზუს თბილი ჟღერადობის ბგერებით, ბარდოშიას შემოქმედებითი ნიჭითა და მიმზიდველი შტრიხებით კონტრაბასზე და რუბინოს ელეგანტური და ენერგიული პიანიზმით.

ფესტივალი "თბილისი-რიტმი2022" ხორციელდება საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს და ქ. თბილისის მერიის თანამდგომით და ხელშეწყობით