ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი

აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა

აღწერაპირველად საქართველოში თიბისის და მასტერქარდის ორგანიზებით ორგანიზაციული ტრანსფორმაციის და ეჯაილის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება. კონფერენციაზე „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ თქვენ შეძლებთ, მოუსმინოთ მსოფლიო დონის პროფესიონალებს, რომლებიც გაგვიზიარებენ გამოცდილებას, ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკებს და მაგალითებს, როგორ უნდა ვუპასუხოთ გამოწვევებს და როგორ ვაქციოთ გამოწვევები შესაძლებლობად, რატომ დგება ორგანიზაციაში ტრანსფორმაციის საჭიროება. ასევე, თქვენ გექნებათ საშუალება გაიცნოთ ამ სფეროს პროფესიონალები.

კონფერენცია მიეძღვნება თემებს:
- რა არის ეჯაილი?
- რატომ ირჩევენ ორგანიზაციები ტრანსფორმაციისთვის ეჯაილს;
- რატომაა მნიშვნელოვანია ეჯაილი;
- რაში ეხმარება ეჯაილი ორგანიზაციებს;
- ორგანიზაციული ტრანსფორმაციის წარმატებული ქეისები.
კონფერენცია 2 ივლისს, ზუმის პლატფორმაზე ჩატარდება.
კონფერენციაში მონაწილეობა ყველასთვის უფასოა.

კონფერენციაზე დასასწრებად და ვებინარის ლინკის მისაღებად, გაიარეთ რეგისტრაცია.
კონფერენციაზე დასასწრებად ვებინარის ლინკს მიიღებთ რეგისტრაციისას მითითებულ ელ-მისამართზე.
•••

საშვი