verified
Paul Kalkbrenner

06 მარტი

locationთბილისი time06 მარტი 2020 - 23:00

70B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
ღონისძიებათა სერია Monument-ის მასპინძლობით, 2020 წლის 6 მარტს, თბილისს პირველად ეწვევა გერმანელი არტისტი Paul Kalkbrenner. გერმანელი მუსიკოსი, რომელიც საკუთარი “ლაივ აქტებით” გამოირჩევა და რომლის ანგარიშზე არაერთი პრესტიჟული ჯილდოა, ელექტრონული მუსიკისა და კულტურის ერთ-ერთი უნიკალური და უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მის მუსიკას მსმენელი მიყავს შორს დღევანდელი ყოველდღიური ცხოვრებისგან და გადაყავს ახალ აღმაფრთოვანებელ სამყაროში, რომელიც სავსეა: ემოციებით, ხელოვნებით, აბსურდულობით, მეგობრობით, იმედითა და სიყვარულით.

1989 წელს, როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა, უამრავი გერმანელი ახალგაზრდასთვის ელექტრონული მუსიკა თვით-გამოხატვის ერთადერთ გზად გადაიქცა, მათ შორის იყო 12 წლის პოლი, რომელმაც 1992 წელს მეგობართან (Sasha Funke-სთან) ერთად, ლოკალურ კლუბებში, დაიწყო DJing-ი. მათი დუო საკმაოდ სწრაფად გახდა მოთხოვნადი და იკავებდნენ ისეთი კლუბების სცენებს, როგორებიცაა: Tresor, Planet, Walfisch და e-werk. მიუხედავად დიდი წარმატებისა პოლის მთავარ მიზნად, ყოველთვის, რჩებოდა საკუთარი მუსიკის ცოცხლად შესრულება. 1999 წელს კი მისი პირველი ნამუშევრები გამოიცა Ellen Allien-ის ლეიბლზე და მალევე მიიპყრო მსოფლიო დონის არტისტების ყურადღება, რადგან მისი მუსიკა არ გავდა იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ ტექნოს მონოტონურ ჟღერადობას, მისი მუსიკა უფრო მელოდიური და თბილი გრძნობებით გამდიდრებული იყო.

2004 წელს ბერლინელი კინო-რეჟისორი და Paul Kalkbrenner-ის გულშემატკივარი Hannes Stoehr დაუკავშირდა მუსიკოსს და ფილმისთვის მუსიკის დაწერა, ხოლო მოგვიანებით ფილმში - Berlin Calling (ბერლინი გვიხმობს) მთავარ როლში თამაში შესთავაზა.

ფილმი გერმანული კინემატოგრაფიის მნიშვნელოვან კულტად იქცა, ხოლო მისთვის დაწერილმა სინგლმა “Sky and Sand” 121 კვირაზე მეტი გაატარა გერმანულ ჩარტებში და ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ჰიმნად იქცა.


გერმანელ არტისტს ამ დროისთვის 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, არის მუსიკალური ჩარტების მუდმივი ლიდერი, ის ხშირადაა ისეთი ფესტივალების ჰედლაინერი, როგორებიცაა: Tomorrowland (ბელგია), Lollapalooza (საფრანგეთი, დანია), Coachella (ა.შ.შ), Ultra Miami (ა.შ.შ), Glastonbury (დიდი ბრიტანეთი), Exit Festival (სერბეთი) და ა.შ.

______________________________


ასაკობრივი შეზღუდვა +18

Early Bird ბილეთები - 50₾
I კალათა - 60₾
II კალათა - 70₾
კარზე - 90₾

VIP ბილეთები:

I კალათა - 150₾
II კალათა / კარზე - 200₾


06 მარტი

locationთბილისი time06 მარტი 2020 - 23:00

70B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები

II კალათა - 70 B

-
1
+
70 B
დააკლიკეთ რუკის სანახავად