აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
საფერავი - სამი სტილი, დეგუსტაცია მალხაზ ხარბედიასთან ერთად
აღწერა
ღვინის ბარი "ინვინო" გიწვევთ ღვინის დეგუსტაციაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება 6 მარნის მიერ 3 სხვადასხვა მეთოდით დაყენებული ღვინო. 

კლასიკური მეთოდით დაყენებული საფერავი:

ზანგაურა

ნიკიფორე

ქვევრში დაყენებული საფერავი:

ჭოტიაშვილის მარანი

ვინომი

მუხის კასრებში დავარგებული საფერავი:

ვინე პონტო

შენგელის ღვინოები

დეგუსტაციაზე ვისაუბრებთ ღვინის დაყენების თითოეული მეთოდის სპეციფიკაზე. დეგუსტაციის მიზანია,  თავად აღმოაჩინოთ ის დამახასიათებელი გემოები, რასაც დაყენების მეთოდი განაპირობებს. 

საღამოს გაგიმასპინძლდებით მსუბუქი წასახემსებელი დაფებით.

საღამოს გაუძღვება მალხაზ ხარბედია

დასწრების საფასური 30 ლარი.