verified
მაია ბარათაშვილის საიუბილეო კონცერტი - "რესტარტი" (გადატვირთვა)

03 მარტი

locationთბილისის საკონცერტო დარბაზი time03 მარტი 2020 - 19:30

15B - 45B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
"როდესაც მაია ბარათაშვილი ბგერას იღებს, სამყარო იკუმშება" - აღნიშნა ერთხელ ემი სპერლინგმა, ბრიტანელმა კრიტიკოსმა მაია ბარათაშვილის კონცერტზე დასწრების შემდეგ.

მაია ბარათაშვილი - თბილისის მერიის ბიგბენდის პირველი სოლისტი 1998 წლიდან; მონტე კარლოს ჯაზის საერთაშორისო ორგანიზაციის ჯილდოს მფლობელი 2007 წლის საუკეთესო ქალი მომღერლის ნომინაციაში; 2017 - ნიუიორკში კონკურსში "Made in New York Jazz Competition" მოხვდა საუკეთესო ორეულში; "ქართული ბრენდის" ტიტულის მფლობელი აღნიშნავს იუბილეს კოლეგებთან ერთად. გრანდიოზულ შოუ პროგრამაში მონაწილეობას იღებენ- თბილისის მერიის ბიგბენდი და მისი სოლისტები (მაესტრო გივი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით); თბილისის მერიის ბიჭუნათა კაპელა გელა ფარჩუკიძის ხელმძღვანელობით; ; ზაზა მიმინოშვილი (ანსამბლ შინ- ის თანადამფუძნებელი, მსოფლიო მუსიკის ექსპერტი, გიტარისტი), ზაზა მარჯანიშვილი (კომპოზიტორი, არანჟირებების ავტორი, პიანისტი, თანამედროვე ოპერისა და მედია ოპერის ავტორი), ანსამბლი ირიაო (საერთაშორისოდ აღიარებული ეთნო ჯაზის ვოკალურ ინსტრუმენტული ჯგუფი), სანდრო ნებიერიძე (საერთაშორისო დონეზე აღიარებული კლასიკოსი პიანისტი/კომპოზიტორი), ჯორჯ მელი- აშშ სა და ევროპაში აღიარებული დრამერი/არანჟირებების ავტორი/შემსრულებელი; გიორგი რაქვიაშვილი- ჯაზის ვირტუოზი პიანისტი; გიორგი სამსონაძე - ბასი/კონტრაბასი, თბილისის მერიის ბიგბენდის რეზიდენტი; ლევან დეისაძე - ბას გიტარა, წინანდლის პრემიის მფლობელი; ლექსო ჭუმბურიძე- ქართული ცეკვის ოსტატი. კონცერტზე შესრულდება 20 საუკუნის ამერიკული მუსიკის შედევრები (ქაუნთ ბეიზი, დიან შური, ქოლ პორტერი, გორდონ გუდვინი, რეი ჩარლზი, ბილ ევანსი, ჯორჯ გერშვინი, ჯონი მიჩელი, მაილს დეივისი, თელონიუს მონქი) ასევე გაჟღერდება ქართული მუსიკა - ზაზა მიმინოშვილის საავტორო კომპოზიცია, ფოლკლორი მისივე არანჟირებით, ვაჟა აზარაშვილის მუსიკა ზაზა მარჯანიშვილის არანჟირებით. შოუს დრამატურგიაზე ზრუნავს საქართველოში აღიარებული სცენარისტი/თეატრის რეჟისერი/ჟურნალისტი - მარინა სალუქვაძე.


03 მარტი

locationთბილისის საკონცერტო დარბაზი time03 მარტი 2020 - 19:30

15B - 45B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად