Federico Gardenghi

აღწერა
18/01 - Art Hall Venue წარმოგიდგენთ Federico Gardenghi / Sound Stuff / Roma J / Jino Dollini
პირველად საქართველოში, 15 წლის Federico Gardenghi, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა
პროფესიონალი დიჯეი და პროდიუსერი. მუსიკოსი, რომელიც ჯერ კიდევ საშუალო სკოლაშია
და ყოველ შაბათ-კვირას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობს, რათა მიჰყვეს თავის
გატაცებას.

2018 წელს ახალგაზრდა არტისტმა გაყიდა თავისი ნამუშევრების 80 პროცენტი და შექმნა
საკუთარი სეტი არმინ ვან ბიურენის სტუდია Armada Music-ში, სადაც ხელი მოაწერა
დისკოგრაფიულ კონტრაქტს, რომლის ფარგლებშიც გამოუშვა თავისი პირველი ტრეკი LOCO''.
ნამუშევარი მალევე მოექცა ''GREAT BRITAIN NEW CHARTS'' საუკეთესო ოცეულის სათავეში და
მისი ერთ-ერთი შემსრულებელი გახდა ისეთი ცნობილი არტისტი, როგორიცაა David Guetta.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ იტალიელი ტექნო სცენის ახალგაზრდა ვარსკვლავი 2020 წლის 18 იანვარს თბილისს ეწვევა და ქართველი მსმენელისთვის Art Hall Venue-ში დაუკრავს.
Jino Dollini - ჯინო ელექტრონული მუსიკის მსმენელი და კლუბების სტუმარი წლების
განმავლობაში იყო, რის შემდეგაც გადაწყვიტა თავი ამ სფეროში ეცადა. ცოტაოდენი
პრაკტიკული ვარჯიშის შემდეგ პირველად 2017 წელს წარსდგა მსმენელის წინაშე. პირველივე
პერფორმანსის დროს მიხვდა, რომ ელექტრონული მუსიკა მისი უმთავრესი ჰობი გახდებოდა.
ბიტები, ინსტრუმენტების მიქსისა და ვოკალის მელოდიური ჰარმონიაა, რომლითაც ის
მსმენელს ბედნიერების ემოციებს უზიარებს.
Sound Stuff live - სამი მუსიკოსის (Sergi Stuff, Gio Stuff, Levan Stuff) მიერ შექმნილი
პროექტია, რომელიც აერთიანებს House, Techno და Minimal Techno ჟღერადობას
Roma J(რომა ჯინჭარაძე) - ქართველი დიჯეი და TIVI • ტივი-ს რეზიდენტი, რომელიც
წარმოდგენილია ქართული ელექტრონული მუსიკის სივრცეში 2015 წლიდან. მის სეტებში
ნახავთ მხოლოდ სუფთა ენერგიასა და პოზიტიური ვიბრაციებს. ის ასრულებს Deep House და
Down Tempo მუსიკას.
კალათა I – 20₾
კალათა II – 30₾
კარზე - 40₾

❌ კლუბში მოქმედებს Face/Age 21+ კონტროლი
❌ აკრძალულია ფოტო/ვიდეო გადაღება
❌ აკრძალულია სიგარეტის მოწევა
ბილეთის შეძენის წინ დარწმუნდით, რომ თქვენი ასაკი 21 წელს აღემატება, წინააღმდეგ
შემთხვევაში ბილეთში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ვენიუზე დაგხვდებათ თავბრუდამხვევი მუსიკა, ბარი, მოსასვენებელი ჯადოსნური სივრცე და
ქართველი სტარტაპერების უნიკალური ნამუშევრები.
Art Hall-ის ეზოს ტერიტორიაზე არის საპარკინგე სივრცე.


ორგანიზატორებისთვის

ჩატარებული ღონისძიებები

TKT Club-ის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

წესები და პირობები

კონფიდენციალობის პოლიტიკა

Copyright © 2015-2023 Online Tickets LLC. ყველა უფლება დაცულია.

საიტის ძველი ვერსია
Copyright © 2015-2020 Online Tickets LLC.
ყველა უფლება დაცულია.