აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
Origami New Year With Joe Claussell
აღწერა
Origami / ორიგამი, 31 დეკემბერს წარმოგიდგენთ Joe Claussell-ს! 

ასაკობრივი შეზღუდვა: 21+

წარმოშობით ამერიკელი მუსიკოსი, დიჯეი და პროდუსერი, ჰაუს მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი არტისტი, 31 დეკემბერს საქართველოს პირველად ეწვევა.
Claussell-მა 1996 წელს დააარსა დამოუკიდებელი  ეკლექტიკური ლეიბლი - Spiritual Life Music,  რომლის ჟღერადობაც  ინსპირირებულია ორგანული აფრიკული, ბრაზილიური, ლათინური და შუა აღმოსავლეთის რითმებით.
1996 წელს, Claussell-მა დააფუძნა  François K და Danny Krivit-თან ერთად ლეგენდარული ნიუ-იორკის ივენთების სერია “Body & Soul”. მუსიკის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან რეგულარულად ესწრებიან საღამოს , რომელიც  მათ სთავაზობს სრულიად უნიკალურ მოგზაურობას სოულის, დისკოს, ფანქის და ჰაუსის სამყაროში.
არტისტმა დღემდე სამ ალბომს , ორმოცამდე სინგლს და EP-ს მოუყარა თავი. დააფუძნა ორი ლეიბლი: Spiritual Life Music და Ibadan. ასევე, მფლობელია ფირფიტების მაღაზიის ‘’Dance Tracks,, ; სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ისეთი არტისტების კომპოზიციების რემიქსებზე როგორიც არის: FemiKuti, Diana Ross, Nina Simone , Herbie Hancock, Beth Orton, Steward Mathewman (Sade), Cassandra Wilson, Cesoria Evora,  Manuel Göttschin  და მრავალი სხვა.
Claussell-ის შემოქმედება ძირითადად ჰაუსის და დისკოს ჟღერადობით გამოირჩევა, თუმცა ყოველთვის დატვირთულია ექსპერიმენტებით და სხვა ჟანრებთან საინტერესო სინთეზით. Claussell დღესდღეობით თანამშრომლობს ექსტრაორდინალურ პიანისტთან, Bugge Wesseltoft-თან ბენდში, სადაც ერთიანდებიან ERIK TRUFFAZ , Torun Eriksen , Ilhan Ersahin და Med Band . 

 ბილეთის ფასი:
I კალათა - 80 ლარი
II კალათა  - 100 ლარი
კარზე - 120 ლარი