Alternate Text
UNIEQAV

06 დეკემბერი

Alternate TextMonoHall Alternate Text06 დეკემბერი 2019 - 23:00

30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
6 დეკემბერს, ივენთების სერია DCBL მულტიფუნქციურ სივრცეში MONO HALL წარმოგიდგენთ მსოფლიოს ექსპერიმენტალური მუსიკის სცენის ლეგენდად წოდებულ გერმანელ პროდიუსერს და აუდიო/ვიზუალურ არტისტს Carsten Nicolai იგივე ALVA NOTO პროექტით UNIEQAV.
ALVA NOTO სწორედ იმ თაობის არტისტებს მიეკუთვნება, რომლებიც მუსიკის, ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარების გარდამავალ პერიოდში ინტენსიურად მუშაობდნენ თავიანთი ადგილის დასამკვიდრებლად. რედუქცონიზმის მიმართ მისი დამოკიდებულება განსაზღვრავს სწორედ მისი მუსიკის ჟღერადობას. მის ანგარიშზე მრავალი მუსიკალური პროექტი და კოლაბორაციებია ისეთ არტისტებთან, როგორიცაა Ryuichi Sakamoto, Ryoji Ikeda, Blixa Bargeld და Mika Vainio.
მის მეირ ფილმ 'The Revenant'-ისთვის შექმნილი მუსიკა ნომინირებული გახდა ისეთ მნიშვნელოვან დაჯილდოებებზე, როგორებიცაა Golden Globe, BAFTA, Grammy და Critics Choice Award. ინსტალაციებს, რომელსაც თავად არტისტი ქმნის, გააჩნია მინიმალისტური ესთეტიურობა, რომელიც თავისი ელეგანტურობითა და თანმიმდევრულობით საკმაოდ დამაინტრიგებელია. ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის შემდეგ, როგორიცაა: documenta X, Venice Biennale, მისი ნამუშევრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდა ცნობილი.
6 დეკემბერს მსმენელის წინაში ასევე ბრიტანელი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი SAMUEL KERRIDGE წარსდგება. მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ბგერითი არსენალით, იგი მარტო დგას რითმების სამყაროში, მისი ნამუშევრები კი უცნაურ პოეზიას მოგვაგონებს, რომლის წინასწარ განსაზღვრაც შეუძლებელია. მისი თითოეული ტრეკი მიზნად ისახავს წინასწარ ჩაფიქრებული სტრუქტურის შეცვლას, რაც მსმენელისთვის განსაკუთრებით საინტერესო მუსიკალური თავგადასავალია. მიუხედავად მისი რელიზებისა ლეიბლებზე Downwards, Blueprint და საკუთარ ლეიბლზე ( ასევე ბერლინის საპატიო ღონისძიებების სერია) "Contort", მსმენელი ემორჩილება და ექვემდებარება ჰიპერსენსორულ სტიმულაციებს. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს Kerridge-ის მუსიკამ, იგი მუდმივად აგრძელებს განვითარებას.
არტისტებს მასპინძლობას ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის ორი გამორჩეული ფიგურა, ნიკა მაჩაიძე იგივე NIKAKOI და ანდრო გოგიბედაშვილი პროექტით SAPHILEAUM გაუწევენ.

I PRE SALE: 30 GEL
II PRE SALE: 40 GEL
III PRE SALE/DOOR: 50 GEL


06 დეკემბერი

Alternate TextMonoHall Alternate Text06 დეკემბერი 2019 - 23:00

30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები

I Pre Sale - 30 B

-
1
+
30 B
დააკლიკეთ რუკის სანახავად