Alternate Text
პიანისტი ლუკა ოქროს: ბეთჰოვენი, შოპენი და შუმანი

02 მაისი

Alternate Textთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Alternate Text02 მაისი 2020 - 19:30

10B - 25B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
პიანისტი ლუკა ოქროს (ოქროსცვარიძე) თბილისში კონცერტით ბრუნდება. ლონდონში მოღვაწე ქართველი პიანისტი ბეთჰოვენის, შოპენის და შუმანის ცნობილ კომპოზიციებით აგრძელებს თავის ევროპულ საკონცერტო ტურს. მან თავი დაიმკვიდრა თავისი თაობის ყველაზე დიდი მომავლის მქონე პიანისტებს შორის.

ლუკას შესრულებები კრიტიკოსებმა შეაფასეს, როგორც „ინტენსიური, ძლიერი, ნიჭიერი, შთამბეჭდავად შემოქმედებითი“. მან უკვე ჩაატარა კონცერტები მსოფლიოს უდიდეს დარბაზებში - კარნეგი-ჰოლში, ამსტერდამის კონცერტგებაუში, ვიგმორ-ჰოლში, რუდოლფინუმში, ვალენსიის და ბარსელონის პალაუ დე ლა მუზიკაში, მოსკოვის ჩაიკოვსკის კონსერვატორიასა და ლისტის აკადემიაში.

2019/20 სეზონის ყველაზე განსაკუთრებული იყო ევროპისა და აზიის შემდეგი კონცერტები - ვალენსია (Palau de la Musica), რეიკიავიკი (Harpa), ჰონგ კონგი (HK City Hall), ტალინი (Tallinna Filharmoonia), ლუქსემბურგი (Conservatoire), პარიზი (Salle Cortot), ლონდონი (Southbank Center), ლონდონი (St John's Smith Square), ამსტერდამი (Het Concertgebouw), ჰელსინკი (Musiikkitalo), ბუდაპეშტი (Liszt Academy).

გარდა კონცერტებისა, ლუკა ასევე მუშაობს თავის კომპოზიციების ალბომზე. ერთერთი ნაწარმოები პრემიერა მოხდა ამსტერდამის კონცერტგებაუს სესიებში.

ბეთჰოვენი - მთვარის სონატა თხზ.27
შოპენი - მეორე სონატა თხზ.35
შუმანი - ფანტაზია თხზ.17

2020 წლის 1 აპრილიდან ბილეთების ფასები იქნება:
A კატეგორია - 30 ₾
B კატეგორია - 25 ₾
C კატეგორია - 15 ₾
D კატეგორია - 10 ₾

02 მაისი

Alternate Textთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Alternate Text02 მაისი 2020 - 19:30

10B - 25B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად