Alternate Text
SOUNDWAVE: Zola Jesus

12 სექტემბერი

Alternate Textრუსთაველის თეატრი Alternate Text12 სექტემბერი 2019 - 20:00

30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
SOUNDWAVE - ცოცხალი მუსიკის ახალი ტალღაა, რომელსაც ლიკანი და Velvet Session წარმოგიდგენთ.

SOUNDWAVE ყოველ თვე მიზნად ისახავს ცოცხალი მუსიკის დაუვიწყარი საღამოების მოწყობას, სადაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის ჯადოსნული კავშირი მყარდება.

ცოცხალი სესიები არის უნიკალური, სახასიათო, ერთმანეთისგან განსხვავებული და ყოველთვის ღია ექსპერიმენტებისთვის.

SOUNDWAVE მეორე სეზონს იწყებს. რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ძალიან საინტერესო საღამო გელოდებათ.

მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ მსოფლიო ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა - Zola Jesus.

ნიკა როზა დანილოვა ათწლეულზე მეტია რაც Zola Jesus - ის სახელით მოღვაწეობს. კლასიკური ოპერის მომღერალს მიდრეკილება ჰქონდა ნოიზი, ავანგარდული ჟღერადობისკენ. მან კარიერა დაიწყო lo-fi ჩანაწერების სერიით, სადაც მისი მოლივლივე ხმა ერწყმის მკაცრ, ინდუსტრიულ და ისტერიულ სინთებს.

Zola Jesus-ის ჟღერადობის ხელწერა კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ რაც მუსიკოსმა ალმაცერად დაუწყო ყურება პოპ მუსიკას და გამოუშვა შემდეგი რელიზები: Stridulum, Valusia და Conatus. ამ უკანასკნელის გამოშვებასთან ერთად დანილოვა აქტიური მონაწილე გახდა სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალების მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის მუსიკოსის გამორჩეული წარმოდგენით ნიუ იორკში, Solomon R. Guggenheim - ის მუზეუმში. ეპოქა დასრულდა Versions - ის დარელიზებით. ეს არის სიმებიანი კვარტეტის ინტერპრეტაციები, კოლექცია მისი ყველაზე საყვარელი ნამუშევრის J.G. Thirlwell (Foetus) - ის დირიჟორობით. ამ ალბომს და ტურს მოყვა ყოვლად გამორჩეული ნამუშევარი - Taiga.

ბოლო დროს Zola Jesus დაუბრუნდა ბავშვობის საცხოვრებელ ადგილს, ვისკონსინის ტყეებსა და თავის ლეიბლს, Sacred Bones Records, სადაც ჩაიწერა მუსიკოსის უკანასკნელი, ყველაზე შავბნელი ალბომი - Okovi. დანილოვას ეკუთვნის სიტყვები: „ალბომი მკვეთრი სურათია პირადი დანაკარგების, შერიგებისა და თანაგრძნობის მთელი ჯაჭვის, რომელიც შეგვახსენებს მგლოვიარე ბუნების შეუწყნარებელ კანონებს.“ Okovi - ში შესულ 11 სიმღერას მჭიდრო კავშირი აქვს მუსიკოსის ადრეულ ჩანაწერებთან Sacred Bones - ზე. მუსიკა სრულ კათარზისშია დაწერილი, სიმღერები კი გამოირჩევა სიმძიმით, სიბნელითა და სიღრმით. მუსიკოსის ხილული სამყაროს ალბომზე იმუშავა დანილოვას ჯგუფის დიდი ხნის წევრმა Alex DeGroot, პროდიუსერმა და მუსიკოსმა WIFE, ჩელისტმა და ნოიზის შემქმნელმა Kennedy - მ, Pedestrian Deposit - დან და პერკუციონისტმა Ted Byrnes -მა.

სესიაზე ასევე დაუკრავს ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი ანუშკა ჩხეიძე.

ანუშკა ჩხეიძე 21 წლის მუსიკოსია, რომლის ტრეკები დარელიზებულია CES Records - სა და Theosophy - ზე. CES Records - ის პირველი კომპილაცია “Sleepers Poets Scientists” აერთიანებს 9 პროდიუსერი ქალის შემოქმედებას. ანუშკას მუსიკალური ჟანრი მრავალფეროვანია, იგი ცდილობს არ შეიზღუდოს თავი ერთი მიმართულებით. ბოლო პერიოდია იგი კინოსა და სპექტაკლის მუსიკაზე მუშაობით არის დაკავებული.


12 სექტემბერი

Alternate Textრუსთაველის თეატრი Alternate Text12 სექტემბერი 2019 - 20:00

30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები

საერთო სივრცე - 30 B

-
1
+
30 B
დააკლიკეთ რუკის სანახავად