აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
ზაფხულის დღის სიზმარი
აღწერა
ზაფხულის დღის სიზმარი

ერთდღიანი ფესტივალი-პიკნიკი Soft Eject-თან ერთად

გაატარე ზაფხულის ერთი დღე ჯგუფ Soft Eject-თან ერთად ქალაქგარეთ, სიგრილეში. გაერთე და ჩაერთე სპეციალურად შენთვის მოწყობილ თამაშებში, დაისვენე მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად, ან თუნდაც მარტო, და მიიღე მონაწილეობა Soft Eject-ის განსაკუთრებულ აქტივობებში, როგორიცაა:

1. პრეზენტაცია წიგნის "მაწანწალა". წიგნში პირველად ქვეყნდება ბენდის წევრების მიერ დაწერილი ტექსტები, მათ შორის პეჩოს დღიური, რომელსაც ის Soft Eject-ის ევროპაში პირველად გასვლის დროს წერდა. წიგნს თან ერთვის CD, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ, რემასტერირებულ გამოცემას ჯგუფის ალბომსა Wanderer. პრეზენტაციაზე ჯგუფი დაუკრავს სპეციალურ რეპერტუარს, რითაც აღადგენს მათი პირველი კონცერტების სახეს.

2. საღამოსკენ Soft Eject შემოგთავაზებთ დიდ სცენაზე საათნახევრიან კონცერტს, რომელზეც შესრულებული იქნება ჯგუფის ყველა ცნობილი სიმღერა.

3. კონცერტის შემდეგ ყველას ვიწვევთ ცალკე, სპეციალურად შექმნილ მინი-სცენაზე, სადაც მოხდება Soft Eject-ის ყველაზე ცნობილი ჰიტის, Please Just Carry on-ის რიმეიქის გადაღება. 24 წლის შემდეგ, ჯგუფს ამჯერად ძველი მონაწილეების შვილები დაუსხდებიან წინ მსმენელებად, რა თქმა უნდა, მშობლების ჩათვლით, ხოლო მათ უკან კლიპში მოხვედრის ყველა მსურველს შეუძლია დაიკავოს ადგილი. კლიპის გადაღება დაახლოებით ერთ საათს, შუაღამემდე გაგრძელდება.

ამით სრულდება "ზაფხულის დღის სიზმარი". მსურველებს შეუძლიათ დარჩნენ დილამდე, ან ნებისმიერ დროს დაბრუნდნენ სახლებში. ფესტივალს მოემსახურება რამდენიმე ავტობუსი, რომლებიც იმოძრავებს ქალაქის ცენრტიდან ლოკაციამდე და უკან.

12 წლამდე ბავშვები უფასოდ