მთავარი / მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში?
მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში?

29 მარტი

Tbilisi Marriott Hotel 29 მარტი 2019 - 19:00

25B - 50B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

29 მარტს, 19:00 საათზე, სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში”, პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით გაიმართება ბიზნესღონისძიება: მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში?

ღონისძიების ფარგლებში იქნება დენიელ ჰ. პინკის მსოფლიო ბესტსელერი წიგნის Drive პრეზენტაცია.

სპიკერები:
მედეა ტაბატაძე - წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი, კომპანია Insource-ს მმართველი პარტნიორი.
ის ისაუბრებს თემებზე:
- დენიელ ჰ. პინკის წიგნის - Drive პრეზენტაცია;
- მოტივაციის ეკოსისტემა - რას და რატომ ვარქმევთ მოტივაციას, რას ვგულისხმობთ მოტივაციის მართვაში.

პაატა პაპავა - განათლების სპეციალისტი, ტრენერ-კონსულტანტი, კომპანია Teamboat-ის დამფუძნებელი და დირექტორი
- პაატა პაპავა ჩაატარებს ვორკშოპს მოტივაციის თემაზე.

პრეზენტაცია და ვორკშოპი იქნება ქართულ ენაზე.

მოკლედ წიგნის შესახებ:
როგორ უნდა შეუქმნა მოტივაცია ადამიანებს სამსახურში, სკოლასა თუ სახლში? დაივიწყე ყველაფერი, რაც ამ თემაზე იცოდი. დენიელ ჰ. პინკი ყველა პარადიგმას არღვევს. წარსულს ჩაბარდა “დასჯა-წახალისების” მეთოდი. დღეს აქტუალურია მოტივაციის სამი ელემენტი:
- ავტონომია - სურვილი, მართო საკუთარი ცხოვრება;
- დაოსტატება - უნარი, გახდე უკეთესი შენს საქმიანობაში;
- მიზანი - სწრაფვა, იყო რაღაც უფრო მნიშვნელოვანის შემადგენელი ნაწილი.
წიგნი განკუთვნილია HR სპეციალისტების, გუნდის ლიდერების, მენეჯერებისთვისა და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს რა გვაძლევს მოტივაციას და გვამოძრავებს სინამდვილეში.
დენიელ ჰ. პინკის Drive ბიზნესლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, კლასიკად ქცეული წიგნია მოტივაციის თემაზე. ის გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.

მისამართი: სასტუმრო თბილისი მერიოტი (შოთა რუსთაველის #13)
დასაწყისი: 29 მარტი, 19:00 საათი


29 მარტი

Tbilisi Marriott Hotel 29 მარტი 2019 - 19:00

25B - 50B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

საერთო სივრცე (II კალათა) - 50 B

-
1
+

სტუდენტებისათვის (II კალათა) - 25 B

-
1
+
დააკლიკეთ რუკის სანახავად