ჩვენი
ისტორია
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში
ქვეყანაში, სადაც უძველესი ტრადიციები ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვეობას და სადაც ყოველი კუთხე ჯერ განუცდელ შეგრძენებებს გპირდებათ. აღმოაჩინეთ მზიანი სანაპიროებითა და მთის კურორტებით დაჯილდოებული ქვეყანა, ჩაებით მრავალფეროვან აქტივობებში და დაესწარით მსოფლიო მუსიკალური თანავარსკვლავედის კაშკაშა ვარსკვლავების ლაივებს.
შეკვეთილში, შავი ზღვის სანაპიროდან 400 მეტრის დაშორებით მდებარე Black Sea Arena, რომელიც 10 000მდე მსმენელს იტევს სიამაყით ატარებს რეგიონის ყველაზე დიდი მულტიფუნქციური ვენიუს სახელს. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი მოძრავი სცენითა და საუკეთესო ხმის თუ განათების სისტემით, სხავდასხვა ტიპის საერთაშორისო სტანდარტების ღონისძიებების ჩატარების საშუალებას იძლევა. ყველა ეს დეტალი Black Sea Arena-ს შენობას უნიკალურს ხდის, რის გამოც 2020 წელს არქიტექტურულ სივრცეში დიდი აღიარება მოიპოვა და “გერმანული დიზაინის დაჯილდოების” გამარჯვებულიც გახდა საუკეთესო თანამედროვე არქიტექტურის კატეგორიაში.
მუსიკოსთა პარკი
21 ჰექტარ ტერტორიაზე გაშენებულ პარკში გვხვდება უნიკალური ჯიშის მრავალწლიანი მცენარეები, ლამაზი ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები და სამი ღია სცენა. პარკის სივრცეში განთავსებულიასკვერი, სადაც როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მუსიკოსების ძეგლები დგას - ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე კი მუდმივად ჟღერს ამ არტისტების მიერ შესრულებული მუსიკა.
სოციალური სივრცე
'მუსიკოსთა პარკის' შუაგულში ზღაპრულ გარემოში - 'სოციალურ სივრცეში' აღმოჩნდებით. 'მუსიკოსთა პარკის' შუაგულში, ბუნებაში ჩაფლული გარემო 'სოციალური სივრცე' შექმნილია განტვირთვისთვის, დასვენებისთვის და განახლებისთვის. სივრცის სურვილია ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს, რაც ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს, რისთვისაც სეზონზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს მასპინძლობს. 'სოციალური სივრცის' ყველა აქტივობა მოწოდებულია, რომ უკეთ ვმართოთ საკუთარი სხეული და გონება. ფიქრები კი პოზიტიური ტრანსფორმაციისკენ მივმართოთ.