You may have questions

So we have answers!

რა პოლიტიკაა ბავშვისთვის საცხოვრებლის ან ბილეთის ფასის გადახდისას?

6 წლამდე ბავშვისთვის საცხოვრებელი და ბილეთი უფასოა.

არის თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა სასტუმროში დარჩენისას?

სასტუმროს არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა. თუმცა, დაჯავშნა უნდა მოხდეს ზრდასრული პირის მიერ და სასტუმროს ნომერში უნდა იყოს მინიმუმ ერთი ზრდასრული.

შემიძლია მხოლოდ სასტუმროს დაჯაშვნა პაკეტის შეძენის გარეშე?

სამწუხაროდ მხოლოდ სასტუმროს ვერ დაჯაშვნით ჩვენი ვებგვერდიდან; საჭიროა სრული პაკეტის შეძენა.

შემიძლია თუ არა ჩემ სახელზე ნაყიდი პაკეტის მესამე პირისთვის გადაცემა?

შეძენილი პაკეტის გაჩუქება/გადაგზავნა მესამე პირისთვის დაუშვებელია.

შესაძლებელია თუ არა უკვე შეძენილი პაკეტის გაუმჯობესება?

შეძენილი პაკეტის გაუმჯობესება არ არის შესაძლებელი.

შემიძლია უკვე შეძენილ პაკეტს დავამატო სასტუმროს ღამეების რაოდენობა?

უკვე შეძენილ პაკეტში სასტუმროში დარჩენის დღეების დამატება შეუძლებელია; თუმცა სასტუმროს პერსონალთან შეგიძლიათ გაარკვიოთ თავისუფალი ადგილის რაოდენობა და შემდგომ დაამატოთ დღეები.

შემიძლია თუ არა შეძენილი პაკეტის გამოყენება შეთავაზებისთვის ან გათამაშებისთვის?

შეძენილი პაკეტის მესამე პირზე გადაცემა აკრძალულია. თუ თქვენს კომპანიის სურს ჩვენი პაკეტების გათამაშებისთვის გამოყენება გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

რა მოხდება, თუ გადავიფიქრე ან ვეღარ ვახერხებ წამოსვლას?

შეძენილი ბილეთები სამწუხაროდ არ ბრუნდება.

გაქვთ თუ არა პაკეტები, რომლებიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის? თუ ასეა, როგორ შეიძლება ვიყიდო?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შესაძლებელია საცხოვრებლის, ტრანსპორტირების და ღონისძიების ადგილის ადაპტირება. პაკეტის შეძენამდე გთხოვთ გამოაგზავნოთ შესაბამისი ინფორმაცია ჩვენს ელ.ფოსტის მისამართზე. შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ, რომელიც დაგეხმარებით თქვენზე მორგებული პაკეტის შეძენაში.

იქნება თუ არა სატრანსპორტო მომსახურება?

დიახ, გათვალისწინებულია სატრანსპორტო სერვისი. დეტალები გაზიარებული იქნება ღონისძიების თარიღის მოახლოებასთან ერთად.

ისევ გაქვთ კითხვები?

Contact us directly if you still have questions left unanswered